მაგდა მაღრაძე
 

 2008 წლიდან ხელმძღვანელობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების საერთაშორისო განვითარების პროგრამის აკადემიური მხარდაჭერის პროგრამას.

15 წლის მანძილზე მუშაობდა ევროგაერთიანების, მსოფლიო ბანკის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტებში განათლების საკითხებზე. 1999-2008 წლებში მუშაობდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განათლებისა და კულტურის პროგრამების კოორდინატორად.

მაგდა პროფესიით იურისტი და ეკონომიკურ ურთიერთობათა მენეჯმენტის სპეციალისტია. ამჟამად მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე უმაღლესი განათლების მარკეტინგის სფეროში.