“საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების გადამზადება ახალ საგადასახადო კოდექსში”
 

ბიუჯეტი აშშ დოლარებში: 12 000
დაფინანსების წყარო: სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა/
ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა
პროექტის კოორდინატორები: ანი ახალკაცი, ირინა ლაშხი


პროექტის მოკლე შინაარსი
:

პროექტის მიზანია თბილისისა და რეგიონების არასამთავრობო ორგანიზაციების  თანამშრომლების ცოდნის ამაღლება საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსში. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ფინანსური მენეჯერები და ბუღალტრები.

2011 წელს საქართველოში ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედებამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაში მრავალი სიახლე შეიტანა. მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმირება ცვლილებების შესახებ და მათი უნარ-ჩვევების განვითარება ამ კუთხით. ვინაიდან, საგადასახადო კანონმდებლობაში გარკვევა რთულია მხოლოდ საკანონმდებლო ჩარჩოს გაცნობით, აუცილებელია პროფესიონალების მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების გადამზადება საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ თეორიასა და პრაქტიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო წლების მანძილზე ჩამოყალიბდა რიგი ორგანიზაციებისა, რომლებიც საკმაოდ კვალიფიციურ ტრენინგებს ატარებენ, არასამთავრობო ორგანიზაციების ბევრი წარმომადგენლისათვის ეს კურსები ძნელად ან საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი. უფასო კურსების რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო ფასიანი კურსები საკმაოდ ძვირია ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციისათვის (განსაკუთრებით რეგიონებში).

 


 

 

სხვა პუბლიკაციები

სხვა ახალი ამბები

ყველა განცხადება

პრესა ჩვენ შესახებ

ყველა გრანტი