კოალიციის 'მედიის ადვოკატირებისათვის' გამოხმაურება 'რუსთავი 2'-ის საქმეზე
 

პრესკონფერენციის ჩანაწერი.

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის" ეხმაურება 2016 წლის 10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე. განცხადების მიზანი არ არის შეაფასოს კონკრეტული სამართლებრივი საკითხები გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ მრავალგზის გამოვეხმაურეთ საქალაქო და სააპელაციო სასამართლო განხილვის მიმდინარეობას და აღვნიშნეთ, რომ არაერთი დეტალი აჩენდა ლეგიტიმურ ეჭვს პროცესის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით.

გვსურს კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება საკითხის მნიშვნელობაზე. ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების ბედის გადაწყვეტამ სასამართლო პროცესის მიმართ უნდობლობის ფონზე, შესაძლოა არა მხოლოდ მედია და წინასაარჩვენო გარემოზე იმოქმედოს უარყოფითად, არამედ სამართლებრივი სივრციდან გაიყვანოს პროცესი.

უზენაეს სასამართლოს აქვს შანსი განსახილველად მიიღოს რუსთავი 2-ის საქმე და ნდობა აღადგინოს პროცესის მიმართ. რადგან ქვედა ინსტანციებში სახეზე იყო არაერთი გარემოება, რომელიც აჩენდა ლეგიტიმურ ეჭვს სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, უზენაესმა სამართლომ მიმართოს ყველა ზომას, რომ უზრუნველყოფილ იქნას საქმის განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული დაცვით.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" წევრები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო";
  • რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი;
  • რეგიონული მედიის ასოციაცია;
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB);
  • მედიაკლუბი;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის"
  • ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;
  • მედიის მხარდაჭერის ფონდი
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
 

სხვა ახალი ამბები