როგორ უახლოვდება საქართველო ევროკავშირის სტანდარტებს- ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას სამოქალაქო საზოგადოება აფასებს
 

დღეს,   ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველო"  წარადგენა პოლიტიკის დოკუმენტები, რომელიც აფასებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს. პოლიტიკის დოკუმენტები შეეხება მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და წამებისა და სასტიკი მოპყრობის თემებს. შეხვედრის მიზანია, იმ თემების წამოწევა, რაც ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

დოკუმენტები მომზადებულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", „ციხის საერთაშორისო რეფორმისა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ. აღნიშნული ორგანიზაციები ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეთანხმების ძალაში შესვლიდან დღემდე აკვირდებიან.   

ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო" იმედოვნებს, რომ პოლიტიკის დოკუმენტებში განხილული გამოწვევები და რეკომენდაციები სასარგებლო იქნება როგორც ქართული და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, ისე საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებისათვის, სქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ დიალოგის გასაგრძელებლად.

ანგარიშები ნიდერლანდების სამეფოს და ფონდ  „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით მომზადდა.

სფეროები და ავტორები:
 

  
              

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
 

სხვა ახალი ამბები