არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში
 

 

2016 წლის 1 იანვრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედებამ  სხვადასხვა უწყებებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების მიმართ გამოსაყენებელი დეტალური პროცედურებისა და პრაქტიკის ჩამოყალიბების ვალდებულება დააკისრა.

კოდექსის პრაქტიკაში მოქმედების კვლევის შედეგებს გამოაქვეყნა დღეს ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის" საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობით.  კვლევაში აღწერილია არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობა სისხლის სამართლის პროცესში.

კვლევა აფასებს, თუ რამდენად დაცულია არასრულწლოვანის უფლებები დაკავების მომენტიდან სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, გაანალიზებულია ხარვეზები და მომზადებულია რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებებისთვის.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა ხარვეზები როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკაში.  მეტად პრობლემატური საკითხებია დაკავება და სისხლის სამართლებრივი დევნა, დაცვის უფლება, საპროცესო წარმომადგენლების ჩართულობა  და  ზოგადად, არაერთგვაროვანი პრაქტიკის არსებობა სხვადასხვა მიმართულებით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი, რაც კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა არის ხარისხის კონტროლის ძალიან სუსტი სისტემა. გარდა ამისა, საკმაოდ ბუნდოვანია სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში ასახული სახელმწიფოს ხედვა ამ სფეროს განვითარებასთან დაკავშირებით.

იხილეთ კვლევის ანგარიში

მედიაგაშუქება:

პირველი არხი, მოამბე, 20:00, 12.12.16;

პალიტრანიუსი, 16:00, 12.12.16;

Netgazeti.ge, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება: ხარვეზები კოდექსის პრაქტიკული განხორციელებისას, 12.12.16.

 

 

 

 

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        2 3
4 5 6 7 8 10
11 12 13 16 17
18 20 22 23 24
25 28 29 30  
 

სხვა ახალი ამბები