სამოქალაქო საზოგადოების და ახლად არჩეული პარლამენტის შეხვედრა
 

2016 წლის 12 დეკემბერს სამოქალაქო სექტორის და ახლად არჩეული პარლამენტის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცენტი იმ აუცილებელ რეფორმებზე გააკეთეს,  რომელთა დაწყება და დაჩქარება მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის: საარჩევნო სისტემა, რეგიონების განვითარება, სასამართლოს სისტემის რეფორმა, სამართალდამცავი სისტემის - პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შსს რეფორმები, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, სამართალდამცავი ორგანოების მაკონტროლებელი მექანიზმების შემოღება, უმცირესობათა უფლებები, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, სოციალური სფეროს მოწესრიგება- შრომის პოლიტიკა, უსახლკარობის პრობლემის გადაჭრა, შეზღუდული შესაძლებლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, საგარეო პოლიტიკა, მედიის თავისუფლება-საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა, რუსთავი 2.

პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის წევრები და კომიტეტები მზად არიან გაითვალისწინონ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები და შეძლებისდაგვარად ითანამშრომლონ ყველა დასმული საკითხთან დაკავშირებით.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი უძღვებოდნენ.

შეხვედრის დეტალური აღწერა ნახეთ პარლამენტის ვებგვერდზე

მედიაგაშუქება:

იმედი, ქრონიკა, 14:00, 12.12.16;

რუსთავი 2, კურიერი, 18:00, 12.12.16.

მიმართვების ჩანაწერები:

ქეთევან ხუციშვილის მისასალმებელი სიტყვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე;

ირაკლი კობახიძის მისასალმებელი სიტყვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

 
   
   

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  4 6
7 9 12 13
14 17 20
21 23 24 25 26 27
28 29 30 31      
 

სხვა ახალი ამბები