კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” GPB-ის დირექტორად მაღლაფერიძის არჩევას ეხმაურება
 

 

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის არჩევის ფაქტს ეხმაურება. კოალიციაში აცხადებენ, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება აზარალებს მაუწყებლის რეპუტაციას და მიუთითებს, რომ საბჭოსთვის მაუწყებლის პოლიტიკური გავლენისაგან დაცვა პრიოროტეტული არ არის:

"კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის" მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ სამეურვეო საბჭოსთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვა პოლიტიკური გავლენისაგან.

საბჭოს წევრებმა და საზოგადოებამ მოისმინეს არაერთი კვალიფიციური, კონკრეტული სამოქმედო გეგმითა და კრიტიკული ხედვით აღჭურვილი კანდიდატის გამოსვლა და სამწუხაროა, რომ საბჭომ მხარი არ დაუჭირა ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და პროფესიონალ კანდიდატებს.

ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობთ კიდევ უფრო დააზარალებს მაუწყებლის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას," - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს 6 ხმით ვასილ მაღლაფერიძე მაუწყებლის გენერალურ დირექტორად აირჩია. მაღლაფერიძე მომავალი 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს მაუწყებელს.

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 4
5 7 8 9 11
12 13 14 15 16 18
19 23 24 25
26 27 28        
 

სხვა ახალი ამბები