ბოლონიის პროცესის შეფასება საქართველოში: ძირითადი მიღწევები და გამოწვევები
 

25 იანვარს, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში (ჭოველიძის 10) ჩატარდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია „ბოლონიის პროცესის შეფასება საქართველოში: ძირითადი მიღწევები და გამოწვევები". კვლევა ჩაატარა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" უმაღლესი განათლების პროგრამის დაფინანსებით 2015-2016 წლებში. 

პროექტი   თბილისის სამ სახელმწიფო (თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) და სამ კერძო უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი) განხორციელდა და მიზნად ისახავდა იმის შეფასებას, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს უნივერსიტეტებში ბოლონიის პროცესში გაწევრიანებიდან ათი წლის თავზე; რამდენად შეუწყო ხელი ბოლონიის პროცესის რეფორმების დანერგვამ სწავლებისა და კვლევის განვითარებას საქართველოში; და ზოგადად, რამდენად შეძლო საქართველოს საგანმანათლებლო სისტემამ, ფეხი აეწყო ევროპაში მიმდინარე პროცესებისთვის და დაენერგა ის რეფორმები, რომლებსაც ბოლონიის მონაწილე ქვეყნები ნერგავდნენ ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად.

დაგვიდასტურეთ დასწრება ფეისბუქის გვერდზე.


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        2 3
4 5 6 7 8 10
11 12 13 16 17
18 20 22 23 24
25 26 27 28 29 30  
 

სხვა ახალი ამბები