სტუდენტური დებატები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში
 

2017 წლის 18-19 თებერვალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა დებატების გზით" ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი საპარლამენტო და პოლიტიკურ დებატებში და გაიმართა მინი ტურნირი.  ეს უკვე რიგით მეოთხე ღონისძიებაა, რომელსაც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ატარებს პროექტის ფარგლებში.  დებატებში ტრენინგები უკვე ჩატარდა თელავის, ახალციხის და თბილისის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში. პროექტის მიზანია არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამის დახმარებით დაეხმაროს ახალგაზრდებს თავისუფლად მოაზროვნე და საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. ამასთან, საჯარო შეხვედრები და აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა ხელს უწყობს სტუდენტებში ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვრება, ლიდერობა, ორგანიზებულობა და ეფექტური კომუნიკაცია.  პროექტის ამოცანებს შორისაა საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებში დებატკლუბების დაარსება და სტუდენტებს შორის თანამშრომლობის პროცესის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა „ფორმალური დებატების სწავლების დამხმარე სახელმძღვანელო"-ს განახლებული ვერსია, სადაც განხილულია კარლ პოპერის, პოლიტიკური და საპარლამენტო დებატების ფორმატები. ბათუმში მიმდინარე ტრენინგებში მონაწილეობას იღებდა კონკურსის წესით შერჩეული 30 სტუდენტი. 18-19 თებერვალს, მათ ჩაუტარდათ ტრენინგი საპარლამენტო და პოლიტიკური დებატების ტექნიკაში, რომლის შემდგომაც  მიეცათ შესაძლებლობა გამოეყებინათ სადებატო უნარები მათთვის საინტერესო თემებზე მსჯელობისას. 

სტუდენტების მიერ დასახელებული იქნა შემდეგი თემები: ნარჩენების გადამუშავება, ტყის ჩეხვა, ჰაერის დაბინძურება, გენმოდიფიცირებული საკვები, წითელ წიგნში შესულ ცხოველებზე ნადირობა, ბრაკონიერობა, ქვირითობის დროს თევზჭერა, მეწყერის პრობლემა მაღალმთიან რაიონებში, წყლის დაბინძურება, წყალდიდობა, ჰესების მშენებლობა.  საბოლოოდ ტრენერთან ერთად შეირჩა ხუთი თემა სადებატოდ და ჩატარდა მინი ტურნირი, რომლის დროსაც პრაქტიკაში გამოიყენეს ტრენინგებზე მიღებულ ცოდნა და უნარები.

პროექტის დასკვნით ეტაპზე იგეგმება ორდღიანი ფორუმის ჩატარება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ოთხი სამიზნე ქალაქის უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების 80 სტუდენტი. ტურნირს უმსაჯებენ კარლ პოპერის დებატებისა და პოლიტიკური დებატების გამცდილი მსაჯები. ტურნირში გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან პრიზებით.

 

 

 

2008-04-22
2008-04-22

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
 

სხვა ახალი ამბები