საქართველოს გარდამავალი მართლმსაჯულების პერსპექტივა
 

დღეს წარმოდგენილი ანგარიში, რომელიც გარდამავალი მართლმსაჯულების საერთაშორისო ცენტრმა წარმოადგინა საქართველოში გარდამავალი მართლმსაჯულების პერსპექტივას აფასებს.

მასში გაანალიზებულია  კორუფციასთან და ორგანიზებულ  დანაშაულთან  ბრძოლის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა  2004- 2012 წლებში.

მას შემდეგ, რაც წამებისა და ძალადობის პრაქტიკა გამოვლინდა, ქართულმა ოცნებამ რიგი ნაბიჯები გადადგა  ამ სისტემის შესაცვლელად, თუმცა მცდელობა  ეფექტური არ აღმოჩნდა.  კონკრეტული ხედვა სისტემის შესაცვლელად სამოქალაქო საზოგადოებამ ან მთავრობამ ახლა უნდა წარმოადგინოს. 

ანგარიში  წარსულის გააზრებისა  და წარსული გამოცდილებით სამომავლო პოლიტიკის დაგეგმვის საშუალებას იძლევა.  მისი ერთერთი რეკომენდაცია ეროვნულ დონეზე დისკუსიის დაწყება და საზოგადოებისგან იდეების შეკრებაა, ასევე უფლებების დარღვევის ფაქტების შეგროვება და დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა, რომელსაც ურთიერთობა ექნება მსხვერპლებთან,  გამოასწორებს მართლმსაჯულების ხარვეზებს, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების გზით.

ანგარიშში საუბარია იმის შესახებ, რომ შეიძლება საქართველოში არსებული სიტუაცია არ არის საკმარისად მომწიფებული გარდამავალი მართლმსაჯულების პროცესის დასაწყებად, მაგრამ ამგვარი პირობები თითქმის არასდროსაა იდეალური. დაყოვნებამ, შეიძლება მეტი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევა გამოიწვიოს გრძელვადიან პერსპექტივაში.  

იხილეთ ანგარიში

 

2008-04-22
2008-04-22

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 23 24 25
26 27 28 29 30    
 

სხვა ახალი ამბები