ღია კარის დღე - ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია
 

წყარო: "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი"

2 მარტი, 2017

ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" უმაღლესი განათლების პროგრამის ხელშეწყობით შეიქმნა ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამა, რომლის პრეზენტაცია 2017 წლის 9 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" ჩატარდება.

კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის განხორციელებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამა წლის შემოდგომის სემესტრიდან იწყებს.

პროგრამის მიზანი

სამაგისტრო პროგრამის მიზანია, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მოამზადოს კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების კვალიფიციური თერაპევტი, რომელიც შეძლებს კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სირთულეებისა და დარღვევების იდენტიფიცირებას, შეფასებას, ინტერვენციის გეგმის შედგენას და განხორციელებას, კონსულტირებას ბავშვებსა და მოზრდილებში, ინკლუზიური პრაქტიკის ხელშეწყობას კვლევას და ცოდნის გავრცელებას.

პროგრამის კვლევითი კომპონენტი ორიენტირებულია ქართული ენის თავისებურებების შესაბამისი შეფასების მეთოდებისა და ინტერვენციის მოდელების შესწავლასა და პრაქტიკაში დანერგვაზე.

წინაპირობები

სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველ კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ასევე, კონკურსანტმა უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა - A ტიპის ტესტი და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა შედგება 2 ეტაპისგან. პირველ ეტაპზე კონკურსანტმა უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში (B2 დონე) ან წარმოადგინოს ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ენის მინიმალურ კომპეტენციას B2 დონეზე. ტესტისაგან თავისუფლდებიან ის კონკურსანტები, რომელთაც აქვთ ბაკალავრის ან მაგისტრის ინგლისურენოვანი პროგრამის დიპლომი.

ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დადასტურების შემთხვევაში, კონკურსანტი დაიშვება გამოცდის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე დარგობრივ კომისიასთან.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შეფასების კრიტერიუმები, ასევე, სხვა დამატებითი ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე. www.iliauni.edu.ge.

პროგრამის კურიკულუმი იხილეთ ბმულზე.

ღია კარის დრო: 9 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი" (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
 

სხვა ახალი ამბები