ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე
 

,,ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე''  კვლევის ანგარიშია, რომელმაც შეისწავლა პარლამენტის ზედამხედველობის პრაქტიკა შინაგან საქმეთა, უსაფრთხოების, დაზვერვის სამსახურების და კრიზისების მართვის საბჭოს  საქმიანობაზე.  კვლევა საინიციატივო ჯგუფმა ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით ჩაატარა.  შედეგები 2017 წელის 15 მარტს გამოქვეყნდა.

კვლევის მიხედვით, ამ ინსტიტუტების საპარლამენტო კონტროლი მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება. გაუმართავი კანონმდებლობის პარალელურად, პარლამენტი არაეფექტურად იყენებს საკუთარ უფლებამოსილებებს.  

კვლევაში გამოყოფილია ის პრობლემური საკითხები, რომელთა აღმოფხვრის შემთხვევაში პარლამენტის საქმიანობა უფრო ქმედითი, ეფექტიანი და საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისი გახდება.

კანონმდებლობის დონეზე არსებული პრობლემები შემდეგია:

  • პარლამენტს არ გააჩნია ცალკეული მინისტრისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრების ბერკეტი;
  • რეგლამენტი ნათლად არ ითვალისწინებს პრემიერმინისტრის მიერ ყოველწლიური ანგარიშის ზეპირად წარდგენის ვალდებულებას;
  • მინისტრისთვის შეკითხვის დასმისა და სამთავრობო საათის პროცედურა ბუნდოვანი და გაუმართავია;
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ფართო მანდატი აქვს და რამდენიმე ორგანოს ერთდროულად უწევს კონტროლს, რაც მოუქნელს ხდის მის საქმიანობას;
  • საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის უმრავლესობის მხარდაჭერის აუცილებლობა არაეფექტურს ხდის საპარლამენტო კონტროლის ამ მექანიზმს;
  • დაზვერვის სამსახურისა და სუს-ის უფროსების დანიშვნა-გათავისუფლების პროცედურები პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების ლოგიკას ეფუძნება, რაც ძირს უთხრის ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობას.

განხორციელების პრობლემები:

  • პრემიერმინისტრები მუდმივად არღვევდნენ წერილობითი ანგარიშის წარდგენისთვის განსაზღვრულ ვადას;
  • VIII მოწვევის პარლამენტში არ დასმულა არცერთი შეკითხვა და არც ერთხელ არ ჩატარებულა სამთავრობო საათი;
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მინიმალურად არის ორიენტირებული კონტროლზე და უმთავრესად კანონშემოქმედებითი საქმიანობით არის დაკავებული;
  • შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ დეპუტატის კითხვაზე პასუხის გაუცემლობის შემთხვევებს საკანონმდებლო ორგანო რეაგირების გარეშე ტოვებს;

პრეზენტაციის მიზანია, კვლევაში განხილული საკითხების, შესაბამისი მიგნებების და შემუშავებული რეკომენდაციების სახელმწიფო ორგანოებისთვის, პროფესიული წრეებისა და საკითხით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა; დისკუსიის წარმართვა და მოსაზრებების გაზიარება. 

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        2 3
4 5 6 7 8 10
11 12 13 16 17
18 20 22 23 24
25 28 29 30  
 

სხვა ახალი ამბები