Civil Pitch 2017- პარტნიორობის შესაძლებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კინოდოკუმენტალისტებისთვის
 

23 მარტს  ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში კინოდოკუმენტალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

Civil Pitch საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის, CineDoc-Tbilisi-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს იპოვონ დაინტერესებული რეჟისორები და პროდიუსერები და მათი დახმარებით შექმნან დოკუმენტური ფილმები ადამიანის უფლებებზე, გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მშვიდობის მშენებლობაზე, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე და ა.შ

ეს კონკურსი უნიკალურ შანსს აძლევს ერთის მხრივ რეჟისორებსა და პროდიუსერებს იმუშაონ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათი დახმარებით, კონკრეტული თემის გარშემო მოიპოვონ მასალები და კონკრეტული ისტორიები, რის მიხედვითაც ისინი ფილმს გადაიღებენ, და მეორეს მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც საშუალება მიეცემათ იმუშაონ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად და  თავიანთი სამუშაო თემები  ფართო აუდიტორიისთვის ცნობადი გახადონ.

პროექტში მონაწილეობის საშუალება აქვს ყველა რეჟისორსა და პროდიუსერს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ თემებით და განხორციელებული აქვთ სულ მცირე ერთი აუდიოვიზუალური  პროექტი მაინც (მოკლე, ან სრულმეტრაჟიანი ფილმი), ასევე იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ზემოთ აღნიშნულ სოციალურ პრობლემატიკაზე.

Civil Pitch-ის მასპინძელი და მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო", რომელიც საუკეთესო პრეზენტაციას 3000  აშშ დოლარს გადასცემს. ასევე East West Management Insitute -  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციასა და რეჟისორს ან/და კრეატიულ პროდიუსერს შორის შემდგარი თანამშრომლობის შედეგად წარმოდგენილ ერთ პროექტს/იდეას შესაბამისი საგრანტო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. გრანტის მოცულობა შეადგენს 10.000 აშშ დოლარს. საგრანტო თანხა უნდა მოხმარდეს შეთანხმებული პროექტის/იდეის რეალიზებას.

დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალი Cinedoc-Tbilisi  წელს უკვე  მეხუთედ ჩატარდება. საერთაშორისო სტუმრებს, კინომოყვარულებსა და ყველა, ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს 11-16 მაისის განმავლობაში საინტერესო კინოჩვენებები და  სხვადასხვა აქტივობები  ელით.

Civil Pitch-ს  2017 წლის  15 მაისს  ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო"  უმასპინძლებს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები ნახეთ ამ გვერდზე.

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 4 5
6 7 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
 

სხვა ახალი ამბები