უნგრეთის მთავრობის ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები- საფრთხე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისთვის
 

ღია საზოგადოების ფონდები- 29 მარტი, 2017

უნგრეთის მთავრობა უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის არსებობას ქვეყანაში. ახალმა ინიციატივამ შესაძლოა, ასევე ხელი შეუშალოს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას უნგრეთში.

ღია საზოგადოების ფონდები უნგრეთის მთავრობის ინიციატივას ეხმაურება. დღეისათვის, საქართველოში  ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის 300-მდე კურსდამთავრებულია.  საქართველოდან პირველი ექვსი სტუდენტი ცენტრალურევროპის  უნივერსიტეტში 1993 წელს მიიღეს.

უნგრეთის მთავრობის  ინიცირებული კანონპროექტი უშუალოდ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული. იგი ემსახურება აკადემიური თავისუფლების ჩახშობას კერძო უნივერსიტეტში, რომელიც შემოწირულობით დაფინანსების მიუხედავად,

აკადემიური დამოუკიდებლობით გამოირჩევა.  ნებისმიერი სამართლებრივი ზომა, რაც შეზღუდავს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მუშაობას ბუდაპეშტში,  მოშლის უნგრეთის ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობის სტრუქტურას  და  დააზიანებს უნგრეთის, როგორც ინოვაციების, აკადემიური წარმატებისა და სამეცნიერო კვლევების ცენტრის რეპუტაციას.

როგორც მთავრობამ განაცხადა, ის ასევე გეგმავს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კანონის მიღებას, რაც ნიშნავს რიგითი უნგრელების ხმის გაქრობას განათლების, ჯანდაცვის, ანტიკორუფციული მიმართულების ინიციატივებიდან.

აკადემიურ თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა, პირველ რიგში, უნგრეთის რიგით მოქალაქეებს დააზარალებს.   

ჯორჯ სოროსმა ღია საზოგადოების ფონდი უნგრეთში 1984 წელს დააარსა, რითიც ხელი შეუწყო არა მარტო უნგრეთის, არამედ მთელი აღმოსავლეთ ევროპის კომუნიზმიდან დემოკრატიაზე გადასვლას. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 1991 წელს შეიქმნა. ამჟამად, ღია საზოგადოების ფონდების ქსელი და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი  ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ინსტიტუტებს წარმოადგენენ და მათ მხოლოდ საერთო დამფუძნებელი და ღირებულებები აკავშირებთ.

###

 

უნივერსიტეტის მხარდამჭერებმა პეტიციაც შეიმუშავეს, რომელსაც 8 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. თქვენც შეგიძლიათ შეუერთდეთ პეტიციას ხელმოწერით: პეტიცია 

ფეისბუქზე კი თქვენი მხარდაჭერა ჰაშთაგით #istandwithCEU დააფიქსიროთ.

მეტი ინფორმაცია ნახეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

გაიცანით ქართველი სტიპენდიანტები:

 

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
 

სხვა ახალი ამბები