ევრაზიის ზიანის შემცირების კონფერენცია ვილნიუსში
 

4-6 აპრილს ლიტვაში, ვილნიუსში გაიმართა ევრაზიის ზიანის შემცირების პირველი რეგიონული კონფერენცია სახელწოდებით „ზიანის შემცირება ახალ გარემოში". კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ცენტრალური აზიის მთავრობების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო და სათემო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებმა.  

კონფერენციას საქართველოდან 15 ზე მეტი მონაწილე დაესწრო, მათ შორის ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელი მარი ჩოხელი.

მარი ჩოხელმა მოხსენებები გააკეთა კონფერენციის ორ სესიაზე - ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ინტეგრაცია ზიანის შემცირების პროგრამებში და პოლიციასთან თანამშრომლობის პერსპექტივა ზიანის შემცირების პროგრამების ფარგლებში.

მარი ჩოხელმა ასევე მონაწილეობა მიიღო გაეროს ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) ექსპერტთა შეხვედრაში, სადაც განიხილეს ნარკოდამოკიდებულ ქალთა მიმართ კომიტეტისადმი წარსადგენი ჩრდილოვანი/ალტერნატიული ანგარიშეების მომზადებისა და წარდგენის საკითხები.

ვრცლად კონფერენციის შესახებ

 

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 4 5
6 7 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
 

სხვა ახალი ამბები