ფარული მიყურადების შესახებ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში 300-მდე მოქალაქის სარჩელი გაიგზავნა
 

 

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში, კამპანია „ეს შენ გეხებას"წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, რის შემდეგაც ფარული მიყურადების შესახებ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში 300-მდე მოქალაქის სარჩელი გაიგზავნა.

31 მარტიდან 6 აპრილამდე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდა შეევსო ელექტრონული სარჩელი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ვებგვერდზე www.esshengexeba.ge. ხელმოწერილი სარჩელები კამპანია „ეს შენ გეხებას" წარმომადგენლებმა სამი ქალაქის - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ოფისებში ჩაიბარეს. აღნიშნული სარჩელების საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენასაც სწორედ კამპანია უზრუნველყოფს. 

ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. ცნობილია, რომ პრეზიდენტმა სამჯერ დაადო ვეტო კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა დაძლია. 

შედეგად, ფარული  მიყურადების ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა. ახალი კანონმდებლობით კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები. სწორედ ამიტომ მოამზადა კამპანია „ეს შენ გეხებამ" ელექტრონული სარჩელის ფორმა, რომელმაც საქართველოს ყველა მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით გაესაჩივრებინა აღნიშნული კანონმდებლობა. 

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        2 3
4 5 6 7 8 10
11 12 13 16 17
18 20 22 23 24
25 26 27 28 29 30  
 

სხვა ახალი ამბები