საერთაშორისო კონფერენცია სახალხო დამცველის აპარატის დაარსების 20 წლისთავთან დაკავშირებით
 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დაარსების 20 წლისთავს 2017 წლის 19 აპრილს საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა. კონფერენციის თემა იყო „ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუცია და გამოწვევები".

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.

კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმა. პრეზიდენტმა სახალხო დამცველის აპარატის, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა; აღნიშნა, რომ აუცილებელია მეტი ყურადღება მიექცეს და უფრო მეტად იქნეს გათვალისწინებული სახალხო დამცველის რეკომენდაციები; დადებითად შეაფასა სახალხო დამცველის საქმიანობა და მხარდაჭერა გამოუცხადა მის სწრაფვას დასავლური ღირებულებებისადმი.

სახალხო დამცველმა ომბუდსმენის აპარატის საქმიანობაზე, გაზრდილ მანდატსა და შესაბამისად გაზრდილ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. განიხილა ის სიახლეები, რაც ბოლო წლებში დაინერგა, მათ შორის სხვადასხვა მონიტორინგის ფუნქცია, ადამიანის უფლებათა აკადემია და ცხელი ხაზი. „20 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა სერიოზული ევოლუცია განიცადა. განვითარდა და ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, მოიპოვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება. დღეს სახალხო დამცველი მუშაობს აბსოლუტურად ყველა უფლებაზე და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ უყურადღებოდ არ დაგვრჩეს არცერთი სფერო, სადაც ადამიანის უფლებები დაცვას საჭიროებს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნების ომბუდსმენებმა, ადამიანის უფლებათა  დამცველებმა, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე პარლამენტის წევრებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიან ინსტიტუტებთან დაკავშირებული გამოწვევები, არსებული მდგომარეობა და წარმატებები განიხილეს. ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა საკუთარი ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა წარმოადგინეს.


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
 

სხვა ახალი ამბები