„საქართველო ჩვენი სამშობლოა - ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ - პროექტის პრეზენტაცია ბათუმში
 

25 აპრილს, ბათუმში, ანბანის კოშკის საგამოფენო სივრცეში გაიმართა პროექტის - „საქართველო ჩვენი სამშობლოა-ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში" პრეზენტაცია. პროექტის მიზანია, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებში მოტივაციის ამაღლება და მათი აქტიურად ჩართვა მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში.

პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი" [IJH] „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით. პრეზენტაცია ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა გახსნა.

პროექტის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება. თითოეული აქტივობა დამოუკიდებელი მიკროპროექტია და შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

  • ახალგაზრდული აქტივიზმი: პროექტში ჩართული სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდები 4 საჯარო აქციას ჩაატარებენ; მომზადდება ინტერნეტ-გადაცემები და ქალაქ ბათუმში არსებული დიასპორების შესახებ გადაიღებენ ფილმს.
  • ეროვნული უმცირესობები/დიასპორები აჭარაში: აჭარის ტელევიზიის გადაცემა ,,ჰეშთეგი", სტუმართან და ექსპერტებთან ერთად, ეთნოსის პრობლემების, ისტორიიდან საინტერესო ფრაგმენტების, მათი ყოველდღიურობის განხილვას დაუთმობს პირდაპირ ეთერს.
  • მე ვარ ბათუმელი: ეროვნულ უმცირესობებზე მომზადდება სიღრმისეული მასალები, მასალები განთავსდება ვებგვერდზე - www.batumelebi.ge. 2015 წლის დეკემბერში პროექტის ფარგელბში მომზადებულ ყველა ისტორიას ერთად მოეყრება თავი და ბუკლეტის სახით დაიბეჭდება. ბუკლეტის სახით დაიბეჭდება და ცალკე დანართად - ორიათასიანი ტირაჟით (50 გვერდი) გავრცელდება ჟურნალ ,, ბათუმელებთან" ერთად.
  • ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი: 31 ივლისს ბათუმის ბულვარში გაიმართება ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი, რომლის ფარგლებში უმცირესობები წარმოადგენენ ნაციონალურ კერძებს, სურათებს, სამოსს, სხვადასხვა ნივთსა და საგანს, რომლებიც ასოცირდება მათ ეროვნებასთან. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მეშვეობით, 14 ქვეყანაში განხორციელდება დაგეგმილი ფესტივალის რეკლამირება.
  • თვითმმართველობა და ეროვნული უმცირესობა: თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღის დანიშვნის დღიდან აჭარაში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, გამართონ თავიანთი საარჩევნო პროგრამების პრეზენტაცია დიასპორის წარმომადგენლებისთვის.

პროექტის - „საქართველო ჩვენი სამშობლოა-ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში" პარტნიორები არიან ბათუმის მერია, ტურიზმის დეპარტამენტი, მედია მხარდამჭერები - „ბათუმელები" და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
 

სხვა ახალი ამბები