C ჰეპატიტის აღმოფხვრის ექსპერიმენტი საქართველოში - EURASIANET.ORG-ის სტატია
 

ინტერნეტ-გამოცემა EURASIANET.ORG-მა საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობას ვრცელი სტატია მიუძღვნა. სტატიაში საუბარია ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ ვითარებაზე, თუ რა სირთულეები უძღოდა წინ პროექტის დაწყებას და რა შედეგები მოჰყვა მის განხორციელებას. EURASIANET.ORG-ის ჟურნალისტი მასალის მომზადებისას ესაუბრა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ზიანის შემცირების პროგრამის კოორდინატორს მარინა ჩოხელს, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროექტის განხორციელებაში.

წლების განმავლობაში, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" კოორდინაციით  სამოქალაქო საზოგადოების, სათემო ორგანზიაციების  წარმოამდგენლები და  აქტივისტები ადვოკატირებდნენ C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობას. საპროტესტო აქციების და კამპანიების  შედეგად, მოხერხდა ათასობით პაციენტის მობილიზება, რომლებმაც მთავრობას მკურნალობის ხელმისაწვდომობის კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვეს. C ჰეპატიტი ის პრობლემა გახდა, რომლის იგნორირებასაც მთავრობა უკვე ვეღარ შეძლებდა.  

EURASIANET.ORG-ის სტატია საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის შესახებ.

 

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
 

სხვა ახალი ამბები