აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე
 

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის შეშფოთებულია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ,,გაუჩინარებით", რომელიც უკვე 2 წელია საქართველოში ცხოვრობს.

საგულისხმოა, რომ საქართველოში ცხოვრების პერიოდში აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდნენ და დისტანციურად მუშაობდნენ meydan.tv -სთვის. მედიაში გავრცლეებული ინფორმაციით სულ ბოლოს ისინი ილჰამ ალიევის ოჯახის ოფშორული ბიზნესის შესახებ ამზადებდნენ საგამოძიებო მასალას.

უკანასკენლი ცნობებით, ჟურნალისტი ბაქოში იმყოფება და ადვოკატებს დახმარებას სთხოვს, მაშინ როცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აქვს აღძრული.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად გასცეს პასუხი საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს, მათ შორის თუ როგორ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი თბილისის ცენრში გაუჩინარებულმა ჟურნალისტმა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით თან არ ჰქონდა პასპორტი? 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        2 3
4 5 6 7 8 10
11 12 13 16 17
18 20 22 23 24
25 26 27 28 29 30  
 

სხვა ახალი ამბები