სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი
 

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ორგანიზებით, სასტუმრო თბილისი მერიოტში კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის თემა იყო სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი.

კვლევა 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით საქართველოს ექვს ქალაქში ჩატარდა, გამოიკითხა თელავის, გორის, ახალციხის, ზუგდიდის, ბათუმის, ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და მედიაექსპერტები.

კვლევა ორი კომპონენტისგან შედგება - ერთი ნაწილი მიმოიხილავს ეთნიკური, რელიგიური  უმცირესობების, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და ლგბტ თემისადმი საქართველოს ექვსი ქალაქის უნივერსიტეტის სტუდენტებში არსებულ განწყობებს, ხოლო მეორე ნაწილში შეფასებულია უმცირესობების მიმართ მედიის ზოგადი დისკურსი და სტუდენტების  განწყობებზე მედიის გავლენა.

პრეზენტაციაზე მიწვეული იყვნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლება და მედია. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

კვლევის ძირითადი მიგნებები

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 5 6 8
9 10 13 15
16 19 20 22
23 25 29
30 31          
 

სხვა ახალი ამბები