“დიაგნოზის მიწოდების ხელოვნება” - ჯოან მარტსონის ლექცია
 

13 ივლისს, ილიას სახელობის უნივერსიტეტის წიგნის სახლ "ლიგამუსში" გაიმართა საჯარო ლექცია - "დიაგნოზის მიწოდების ხელოვნება". ლექცია წაიკითხა პროფესორმა ჯოან მარტსონმა, პალიატიური მზრუნველობის საპატიო ელჩმა, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 28 წლიანი გამოცდილება აქვს

ლექცია მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა პაციენტისთვის სიმართლის თქმა, მშობლისთვის ბავშვის მძიმე დიაგნოზის მიწოდების ხერხები, ბავშვის გარდაცვალების შემდეგ ოჯახების მხარდაჭერა და თავად ბავშვთან საუბარი მძიმე დიაგნოზის შესახებ.


ლექციას ესწრებოდნენ ექიმები, ფსიქოლოგები, სტუდენტები და  სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები.

ჯოან მარტსონი საქართველოში ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" მოწვევით იმყოფება.

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
 

სხვა ახალი ამბები