უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე თბილისში ბავშვთა ჰოსპისს ესტუმრა
 

დღეს ბავშვთა ჰოსპისს "ციცინათელების ქვეყანას" საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე, მარინა პოროშენკო ესტუმრა. უკრაინის პირველ ლედის ჰოსპისის მეგობარმა,  საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ უმასპინძლა.

სტუმრებს „ციცინათელების ქვეყანა" ჰოსპისის დირექტორმა მამუკა მახათაძემ და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს"  წარმომადგენელმა ნინო კიკნაძემ დაათვალიერებინეს  და მისი შექმნის ისტორია მოუყვნენ.

მარინა პოროშენკომ სურვილი გამოთქვა, ბავშვთა ჰოსპისის შესახებ საქართველოს გამოცდილება უკრაინამ გაიზიაროს და ქართველი სპეციალისტები მსგავსი ტიპის ჰოსპისის შექმნაში უკრაინელებს დაეხმარონ.

საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისი 2017 წლის იანვარში გაიხსნა. "ციცინათელების ქვეყანა" ოჯახური ტიპის პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებაა, სადაც უფასოდ ემსახურებიან ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს.

 

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1
3 6 7 8 9
10 13 14 16
17 18 20 21 23
24 25 26 27 28 29 30
 

სხვა ახალი ამბები