არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადება მერობის კანდიდატებს ღია მმართველობის პარტნიორობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით
 

28 სექტემბერი, 2017

ღია მმართველობის სფეროში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მერობის კანდიდატებს  ღია მმართველობის პარტნიორობის დეკლარაციაზე ხელმოწერას სთხოვენ. კანდიდატებს შეტყობინება დღეს გაეგზავნათ.

დეკლარაციის ხელმოწერით, კანდიდატები იღებენ ვალდებულებას, ბოლომდე აღასრულონ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმდინარე პროგრამით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა და მომავალშიც  განახორციელონ მნიშვნელოვანი რეფორმები სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობის და ღიაობის უზრუნველსაყოფად.

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) აშშ-ს და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით შეიქმნა. პროგრამაში ჩართული ქვეყნები ვალდებულები არიან უზრუნველყონ მმართველობის ღიაობა, გამჭირვალობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა და  მოქალაქეების ცხოვრების პრობლემური საკითხების მოგვარება. საქართველო ამ ინიციატივას 2011 წელს შეერთებული შტატების ოფიციალური მიწვევით შეუერთდა.

ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის პარტნიორობის სამი სამოქმედო გეგმა მოამზადა, რომლითაც სხვადასხვა სფეროს რეფორმირების ვალდებულება აიღო. მათ შორისაა, ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის გამოქვეყნება, ინფორმაციის თავისუფლების და გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება, საქართველოს სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრების შექმნა.

2015-2016 წლებში საქართველოდან ღია მმართველობის პარტნიორობის წევრები გახდნენ საქართველოს პარლამენტი და ქალაქ თბილისის მუნიციპალური მთავრობა. თბილისის მერიამ პირველი სამოქმედო გეგმა, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის ფონზე შეიმუშავა. მიმდინარე რეფორმების ნაწილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის, თბილისის ინტერაქციული რუკის, ელექტრონული პეტიციებისათვის ონლაინ პლატფორმების შექმნა  და აშ.  

მნიშვნელოვანია, რომ  სექტემბრის თვიდან საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს მოუწევს, აჩვენოს გამჭვირვალე მმართველობის დამკვიდრების პოლიტიკური ნება, ორგანიზება გაუწიოს 2018 წლის ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტს და იკისროს ახალი, მოსახლეობისთვის რეალური მნიშვნელობის მქონე ვალდებულებები.

ამ თემაზე:

ანანო ცინცაბაძე ტვ მაესტროს პირდაპირ ეთერში ღია მმართველობის პარტნირობის პროგრამის მნშვნელობაზე საუბრობს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მერობის კანდიდატებს მიმართავენ- რუსთავი 2

###

საკონტაქტო პირი პრესისთვის: ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო", კომუნიკაციების მენეჯერი, მობ: 595 221 999, www.osgf.ge

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
 

სხვა ახალი ამბები