თბილისის მოსახლეობის საჭიროებების შეფასება
 

 

წარმოდგენილი რაოდენობრივი კვლევა თბილისის მოსახლეობის საჭიროებებს აფასებს.

კვლევის პროცესი რამდენიმე თვის მანძილზე აქტიური საარჩევნო კამპანიების პარალელურად მიმდინარეობდა. 3000 მოქალაქის გამოკითხვის საფუძველზე კვლევის შედეგები მოსახლეობის საჭიროებების რეალურ სურათს იძლევა. 

კვლევა ჩაატარა „სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტმა" ფონდი „ღია საზოგადოება -საქართველოს" მხარდაჭერით.

რესპონდენტთა შერჩევა საქართველოს 2016 წლის ამომრჩეველთა ცესკოს სიიდან მოხდა, გამოკითხვა თბილისის 10 რაიონში ჩატარდა.

თბილისში არსებული ვითარების ზოგადი შეფასებისას რესპონდენტების უმრავლესობა (56%) აცხადებს, რომ  ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისი არასწორად ვითარდება. აქედან 22 % ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურადაა განწყობილი.  

სოციალური ცხოვრებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულების 21 სფეროა შეფასებული. აქედან ყველაზე პრობლემატურად დასახელდა

  • საყრდენი კედლები და ავარიული შენობები  
  • სოციალური დაცვა  
  • ახალი მშენებლობები  
  • განათლების ინფრასტრუქტურა  
  • გამწვანება  
  • საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

რესპონდენტებმა გამოკვეთილად დადებითად შეაფასეს თბილისის სოციალური ცხოვრებისა და ინფრასტრუქტურის შემდეგი სფეროები:

  • გარე განათება
  • დაგვა-დასუფთავება
  • ტურისტული ინფრასტრუქტურა

ისეთი სფეროები, როგორიცაა ტრანსპორტი, გზები, რეკრეაცია, ქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქცია, საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, ჯანმრთელობის დაცვა, საგანმანათლებლო პროგრამები, კულტურის ინფრასტრუქტურა, კულტურული ღონისძიებები, სპორტი და ახალგაზრდობა ნეიტრალურ შეფასებას იმსახურებს.

კვლევის მიხედვით, თბილისელთა გამოკვეთილი უმრავლესობა  (66%) საერთოდ არ არის ინფორმირებული 2017 წლის ბიუჯეტის და განსახორციელებელი პროგრამების შესახებ. კარგად ინფორმირებულია 1,9 %-ია,  ხოლო მეტ-ნაკლებად ინფორმირებულად თავს მიიჩნევს 13.6%.

კვლევის მოკლე საპრეზენტაციო დოკუმენტი.

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
 

სხვა ახალი ამბები