არასამთავრობოების მედიაცენტრი თვითმმართველობის არჩევნებზე
 

 

20 ოქტომბერს ნატოს საინფორმაციო ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო მედია ცენტრი გაიხსნა. თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, 6 არასამთავრობო ორგანიზაცია მედიას და საზოგადოებას არჩევნებზე დაკვირვების შედეგებს აცნობდა.

არჩევნებზე მონიტორინგის შედეგებს წარადგენდნენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, მრავალეროვანი საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების 1100 დამკვირვებელი არჩევნების პროცესს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა. 350 დამკვირვებელი მივლენილი იყო თბილისში შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილ უბნებზე. არჩევნების დღეს  74 მობილურმა ჯგუფმა და 73 საოლქო კომისიის დამკვირვებელმა იმუშავა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისია 500-ზე მეტი დამკვირვებლის შემადგენლობით არჩევნებს თბილისსა და 9 რეგიონში აკვირდებოდა. სრულად დაფარული იყო 44 საარჩევნო ოლქი. დამკვირვებლები მივლენილ იყვნენ 300 უბანზე, 82 ოლქის დამკვირვებელი და 68 მობილური ჯგუფი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს 250 კაციანი სადამკვირვებლო მისია თბილისის ყველა საარჩევნო ოლქში იყო წარმოდგენილი. არჩევნების დღეს ორგანიზაციის 200 სტაციონარული დამკვირვებელი და 16 მობილური ჯგუფი თბილისის საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდა.

მრავალეროვანი საქართველო 515 მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიით არჩევნების პროცესს ოთხი რეგიონის 13 საარჩევნო ოლქში - სამცხე ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში აკვირდებოდა. ორგანიზაციამ სრულად დაფარა რუსთავი, მარნეული, გორი, ახალციხე და ახალქალაქი. არჩევნების დღეს მრავალეროვანი საქართველოს 72 მობილური ჯგუფი მუშაობდა.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის 100 კაციანი სადამკვირვებლო ჯგუფი მუშაოვდა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებზე. ასევე არჩევნებს აკვირდებოდა იმ უბნებზე, სადაც სპეციალური სიით მიმაგრებულები მოსამსახურეები იყვნენ, რომელთა სამსახურის პირობები არჩევნების დღეს მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციისგან განსხვავებულ მისამართზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები არჩევნებს ორ რეგიონში აკვირდებოდნენ: კახეთის რეგიონში საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მინიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებსა და შიდა ქართლის რეგიონში , გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.

მედიაცენტრი ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით მუშაობდა. 

მედიაცენტრში გაკეთებული მოხსენებების ჩანაწერები შეგიძლიათ აქ ნახოთ. 

მეტი ინფორმაცია საარჩევნო მედიაცენტრის შესახებ.

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 23 24 25
26 27 28 29 30    
 

სხვა ახალი ამბები