ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივა

 

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრმა  (GCSD) ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით კვლევის ანგარიში გამოსცა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების ძირითადი ეტაპებს, მთავარ მიღწევებს, არსებულს გამოწვევებს და პერსპექტივებს ეხება.

პუბლიკაცია 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა და მის პრეზენტაციას ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ელჩები დაესწრნენ.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან ერთად ნაშრომში განხილულია ევროკავშირში ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების გაწევრიანების პროცესიც. ამ მიზნით ნაშრომი ასევე გვთავაზობს ევროკავშირის გაფართოების მეხუთე ტალღის მონაწილე ქვეყნების მიერ განვლილი გზისა და დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დეტალურ ანალიზს. საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი, თავისი არსით, უახლოვდება ზემოაღნიშნული ქვეყნების მიერ განვლილი გზის, რეფორმებისა და ტრანსფორმაციის დინამიკას, თუმცა საქართველოსთვის სრული ინსტიტუციური ინტეგრაციის შესაძლებლობა და გაწევრიანება ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ნაშრომი პრაქტიკულ რეკომენდაციებსაც იძლევა,  როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების განვითარების, ასევე ქვეყნის საგარეო და შიდაპოლიტიკური ამოცანების დასახვისა და გადაწყვეტის მიმართულებით.

ნახეთ პუბლიკაცია.

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 23 24 25
26 27 28 29 30    
 

სხვა ახალი ამბები