ზემო აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბების გამოფენა ღია გალერეაში
 

3 ნოემბერს ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" საგამოფენო სივრცეში"ღია გალერეაში" ზემო აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბების გამოფენა გაიხსნება.

ფოტოგრაფი Natela Grigalashvili ამ ორ რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდების ძალიან საინტერესო ფოტოებს წარმოგვიდგენს.

ეს ფოტოკლუბები გაგრძელებაა სოფლის ფოტოკლუბების იმ პროექტისა, რომელიც ნათელა გრიგალაშვილმა პირველად ჯავახეთში, სოფელ გორელოვკაში ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით წამოიწყო.

კლუბების წევრები რამდენიმე თვის მანძილზე სწავლობდნენ ფოტოგრაფიას, კამერასთან მუშაობას, გადაღებას, თეორიულ თუ ტექნიკურ დეტალებს. ამ ხნის მანძილზე მათ ობიექტივში მოექცა მთელი ზემო აჭარა და პანკისის ხეობა - ადამიანები და წეს-ჩვეულებები, ბუნება, გარემო და უამრავი საინტერესო კადრი ყოველდღიური ცხოვრებიდან.

პროექტის ერთერთი მთავარი იდეა, როგორც „გორელოვკის“ შემთხვევაში, აქაც ისაა, რომ კლუბებმა მომავალში შეძლონ დამოუკიდებლად არსებობა და მუშაობა; რომ კლუბების ახლანდელმა წევრებმა ფოტოგადაღება ასწავლონ მომავალ წევრებს და ეს იყოს ადგილი, სადაც ყველას შეეძლება მისვლა.


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 23 24 25
26 27 28 29 30    
 

სხვა ახალი ამბები