საჯარო დისკუსია 'ელიმინაცია 2020- საქართველო С ჰეპატიტის გარეშე'

 

9 ნოემბერს, 19:00 საათზე   ფრონტლაინ კლუბში ჩატარდება  საჯარო დისკუსია "ელიმინაცია 2020 - საქართველო C ჰეპატიტის გარეშე".

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში უკვე 2 წელია მუშაობს. პროგრამის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, პაციენტები სულ უფრო იშვიათად მიმართვენ კლინიკებს. თუმცა მათი რიცხვი 100 ათასს აჭარბებს.

ინდიგოს #23 ნომერში გამოქვეყნებული სტატია, C ჰეპატიტის პროგრამის დროებით შედეგებს აჯამებს და მნიშვნელოვან საკითხებს წამოჭრის.დისკუსიაზე "ინდიგოს" კითხვებს უპასუხებენ სტუმრები: მაია ბუწაშვილი - ინფექციონისტი, კლინიკა ‘ნეოლაბის' ერთ-ერთი დირექტორი; თენგიზ ცერცვაძე - ინფექციონისტი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი და კლინიკა ‘ჰეპას' ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძე - საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექტორი.

გთხოვთ დაადასტუროთ დასწრება ფეისბუქის გვერდზე.

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 23 24 25
26 27 28 29 30    
 

სხვა ახალი ამბები