განცხადება მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებების თაობაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან დაკავშირებით
 

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს მიმართავენ და მოუწოდებენ, ღიად განიხილოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკური მნიშვნელობა და ფუნქციები.

"საქართველო თავის მომავალს ევროპაში ხედავს. ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას, ასევე სოციალური სამართლიანობის და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევას ემსახურება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის არსებობა ადასტურებს, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და სახელმწიფო უწყებების საქმიანობის საერთო ამოსავალი წერტილია.

ამ ფონზე, მიუღებელია საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულად გარდაქმნა. გარდა სტრუქტურული ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების დახურულ კარს მიღმა მიღებისა, საზოგადოებას არ განემარტა თუ როგორ მოხდება აპარატის სხვადასხვა ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კი, საქართველოს ხელისუფლების, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ევროპული ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული რეფორმების კოორდინაცია და მონიტორინგი. მაშინ, როდესაც საქართველოსა და ევროკაშირს შორის ასოცირების შეთანხმება, ისევე როგორც ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მოლოდინი, ქვეყნის შიგნით სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში რეფორმების გატარებას უკავშირდება, კითხვის ქვეშ დგება თუ როგორ განახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის ძირითადი ფუნქცია საგარეო პოლიტიკის წარმართვაა, საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ ევროპული ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული აქტივობების კოორდინაციას.

მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს, ღიად განიხილოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკური მნიშვნელობა და ფუნქციები, რათა მიმდინარე სტრუქტურულმა ცვლილებებმა ზიანი არ მიაყენოს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს."

  • ევროპის ფონდი
  • ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო"
  • ლევან მიქელაძის ფონდი
  • მეწარმე ქალთა ფონდი
  • ფონდი „კავკასიის ეკოლოგია"
  • ევროპული ინიციატივა-ლიბერალური აკადემია თბილისი
  • ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა
  • ასოციაცია ქალი და ბიზნესი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი
  • ასოციაცია „იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის
  • იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა"
  • ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
  • ასოციაცია „დეა"
  • საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი
  • საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო
  • გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
  • „განიარაღება და არაძალადობა"
  • ა(ა)იპ „კავკასიური მოზაიკა"
  • ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის
  • ასოციაცია „ტოლერანტი"
  • საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი"
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია
  • „გადავარჩინოთ მომავალი თაობა"

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
 

სხვა ახალი ამბები