მუსიკა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის
 

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი ალექსანდრე ცომაია 30 ნოემბერს თბილისში ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდამჭერ სოლო-კონცერტს გამართავს.

მწერალი ლაშა ბუღაძე წაიკითხავს ლექციას -„ფსიქიკური ჯანმრთელობა და მუსიკა“.

მოეწყობა ფოტოების გამოფენა, რომელთა ავტორებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები არიან. 

გამოფენის კურატორი: ლელი ბლაგონრავოვა, ფოტოხელოვანი. 

საქველმოქმედო კონცერტის ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების განვითარებასა და გაძლიერებას მოხმარდება. ბენეფიციარი (მხარდაჭერის მიმღები) ორგანიზაცია - “ხელი ხელს”. 

ბილეთის ფასი: 15/25/50 ლარი 

პროექტი “ღია” ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუციური სტიგმის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რომელიც“BBSA Georgia”-ს მიერ და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება. 

ნახეთ მეტი ინფორმაცია ფეისბუქზე.


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 7 8 10
11 12 13 16 17
18 20 22 23 24
25 26 27 28      
 

სხვა ახალი ამბები