ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება მათი სამედიცინო უფლებების შესახებ
 

 

9 დეკემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში,  სამედიცინო უფლებებისა და კიბოს პრევენციის საკითხებზე ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობისთვის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ფონდ "ღია საზოგადობა საქართველოს"  ფინანსური მხარდაჭერით, ონკოპრევენციის ცენტრის ორგანიზებით, და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დახმარებით ჩატარდა.

აზერბაიჯანული მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანი   საინფორმაციო  ხასიათს ატარებდა.  მოეწყო პრეზენტაცია ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის უფლებისა და ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტირებისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ. პრეზენტაცია როგორც აზერბაიჯანულ, ასევე ქართულ ენებზე ჩატარდა.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ექიმებმა (ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი), რომელთაც დამატებით, უფასო სამედიცინო გასინჯვებიც ჩაატარეს. თეთრიწყაროს მოსახლეობას საშუალება ჰქონდა უსასყიდლოდ მიეღოთ მამოლოგის, გინეკოლოგის, პროქტოლოგის, ქირურგისა და ფსიქოლოგის კონსულტაციები.

პრეზენტაციას დაესწრო 20 ეთნიკური აზერბაიჯანელი, 40 ქართველი და ეთნიკურად სომეხი ადგილობრივი მოსახლე.

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
 

სხვა ახალი ამბები