პროფესიული გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგი ჰოსპისების თანამშრომლებისათვის

 

10-12 აპრილს, ღია საზოგადოების ფონდის ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული სასნეული სახლის და ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანას“ თანამშრომლებისთვის „პროფესიული გადაწვის საწინააღმდეგო“ ტრენინგი ჩატარდა.

ჰოსპისში, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებთან მომუშავე პერსონალის სტრესის დაძლევის ტრენინგებში მონაწილეობა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოში. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ჰოსპისების თანამშრომლებს მძიმე ემოციური დატვირთვა აქვთ. გარდა ამისა, უწევთ მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება,  რაც შემდგომში ჯანმრთელობის მდგომარეობასა და  სამუშაოს შესრულების ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ტრენინგის მიზანი სწორედ ჰოსპისების პერსონალის პროფესიული გადაწვის თავიდან აცილება და სტრესთან გამკლავება იყო.  

„ამ არაჩვეულებრივმა ტრენინგმა მოგვცა განტვირთვის საშუალება.  ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სხვაზე, მაგრამ საპასუხო თანაგრძნობა იშვიათია. რასაკვირველია ჩვენი ზრუნვის მიზანი ეს არ არის, მაგრამ ამ დღეებში განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რადგან ზრუნვის ობიექტი მე ვიყავი.  ამ 3 დღეში შევძელი ფიზიკური, სულიერი და ფსიქოლოგიური მოდუნება. მადლობა ყველას ასეთი ინიციატივისთვის და ჩვენი მხარდაჭერისთვის“- ამბობს რუსუდან კახიანი, მოწყალების და ფერისცვალების დედათა მონასტრიდან.

 

ტრენინგს  ფსიქიატრი ნინო მახაშვილი უძღვებოდა.


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    2 3 4 5
6 8 11
13 15 17 18 19
20 21 25 26
27 28 29 30 31    
 

სხვა ახალი ამბები