326 მოქალაქის სარჩელს ფარული მიყურადების კანონის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ განიხილავს
 

6-7 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს საქმის არსებით განხილვას საქართველოს 326 მოქალაქის და სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე, რომელიც  ფარული მიყურადებისა და მოსმენის  არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს ეხება.

გასული წლის ივნისში საქართველოს 326-მა მოქალაქემ სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.

საქართველოს სამ ქალაქში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სარჩელების შეგროვებისა და სასამართლოში რეგისტრაციის პროცესს კამპანია „ეს შენ გეხება" უწევდა ორგანიზებას.   2017 წლის 31 მარტიდან 6 აპრილამდე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდა შეევსო კამპანიის მიერ მომზადებული ელექტრონული სარჩელი. 2017 წლის მაისში საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის მომენტიდან სარჩელის განხილვის 4 თვიანი ვადა ამოიწურა, სასამართლოს განხილვა ამ დრომდე არ დაუსრულებია.

ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში, როცა ასობით მოქალაქემ ერთობლივად ისარგებლა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით და მოითხოვა კანონის არაკონსტიტციურად ცნობა. ეს მიდგომა ე.წ Class Action-ის სახელით არის ცნობილი და ხშირად გამოიყენება როგორც ადგილობრივ,  ისე საერთაშორისო სასამართლოებში ადამიანებისათვის მწვევე პრობლემებზე რეაგირებისთვის.

ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. ცნობილია, რომ პრეზიდენტმა სამჯერ დაადო ვეტო კანონპროექტს, რომელიც დაძლეულ იქნა პარლამენტის მიერ.

 

 

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          
 

სხვა ახალი ამბები