საქართველოს საპენსიო რეფორმის შეფასება
 

2018 წლის ივლისში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის საპენსიო სისტემაში საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, რითიც უკვე შემოგვთავაზა გადასვლა დიდი ხნის წინ გაჟღერებულ ახალ საპენსიო რეფორმის კონცეფციაზე. ცვლილება კერძო დაგროვებითი სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. 

კანონი ძალაში 2019 წლიდან შედის. რამდენიმე თვის მანძილზე ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საინიციტივო ჯგუფი სწორედ საქართველოს საპენსიო სისტემის გაანალიზებასა და ახალი საპენსიო რეფორმის კონცეფციის შეფასებაზე მუშაობდა. სხვადასხვა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური თეორიისა და ისტორიული პრაქტიკის, სოციალური და ეკონომიკური ინდიკატორების გათვალისწინებით გაანალიზებულია, რამდენად ადეკვატურია სახელმწიფოს შემოთავაზება საქართველოში არსებულ ვითარებასთან.

6 აგვისტოს ღია საზოგადოების ფონდის ოფისში კვლევის ერთერთმა ავტორმა ალექსანდრა აროშვილმა კვლევის შედეგები წარმოადგინა. ამასთან ერთად, საპენსიო რეფორმის ძირითად დასაბუთება  მიმოიხილა  საქართველოს პარლამენტის წევრმა აკაკი ზოიძემ. მოხსენებები გააკეთეს და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა, რომელიც ალტერნატიული საპენსიო რეფორმის წინადადებას წარადგენს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნიკოლოზ გაგუამ. მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ნახეთ ღონისძიების ვიდეო ჩანაწერი.


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 5 7 8
9 10 11 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 26 27 28 29
30            
 

სხვა ახალი ამბები