რადიკალიზაცია და ბრძოლა ძალადობრივ ექსტრემიზმთან
 

4 ოქტომბერს, საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის ორგანიზებით რადიკალიზაციასა და ძალადობრივ  ექსტრემიზმთან გამკლავების გამოწვევებთან დაკავშირებით კონფერენცია ჩატარდა.  

ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. 

მომხსენებლებმა და მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში ძალადობრივ ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან გამკლავების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების საკითხები და რეგიონში ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე იმსჯელეს.    

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრმა მონაწილეებს პოლიტიკის დოკუმენტი გააცნო, სადაც წარმოდგენილია მიზნობრივი რეკომენდაციების პაკეტი საქართველოს ხელისუფლებისათვის და სტრატეგიის მონახაზი ძალადობრივ ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან გასამკლავებლად.

კონფერენციის ღია საზოგადოების ფონდის და  ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  2 4 5 6
7 9 10 11 13
14 15 16 17 18 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
 

სხვა ახალი ამბები