საპრეზიდენტო არჩევნები 2018 და მედიაცენტრი
 

 

28 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი წესით ბოლოჯერ მისცა ხმა საკუთარ რჩეულს საპრეზიდენტო არჩევნებში. არჩევნების პირველი ტურის შედეგებით ცხადი გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მეორე ტურით გაგრძელდება.

ტრადიციულად, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით არჩევნებამდე ორი დღით ადრე საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა, რომლის მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას უწყვეტ რეჟიმში აწვდიდნენ საპრეზიდენტო არჩევნების პროცესზე დაკვირვების შედეგებს- საარჩევნო ოლქებში არსებულ ვითარებას, კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესს.

მედიაცენტრში 29 ოქტომბრის ჩათვლით ბრიფინგები ჩაატარეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: სამართლიანი არჩევნებმა (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,  საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ,  საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანმა საქართველომ, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა და ადამიანის უფლებათა ცენტრმა.

მედიაცენტრის მომხსენებლები იყვნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც ბოლო წლების მანძილზე ფონდის დაფინანსებით განუხორციელებიათ არჩევნების პროცესის მონიტორინგი.  

მედიაცენტრის ბრიფინგები ორი დღის მანძილზე ონლაინ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 

დამკვირვებელი ორგანიზაციები და მედიაცენტრი არჩევნების მეორე ტურშიც აქტიურად იმუშავებენ. 

მედიაცენტრი ფეისბუქზე.

 

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 7 8 9 10
11 12 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  
 

სხვა ახალი ამბები