06 აგვისტო 2007ბედიანის მზრუნველობას მოკლებული ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მეფუტკრეობის პროფესიას ეუფლებიან

ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" კანონის უზენაესობისა და სააჯარო ადმინისტრირების პროგრამის შიდა პროექტის: "უმუშევართა გადამზადება  და თვითდასაქმება"  ფარგლებში მომზადებული ყოფილი საჯარო მოხელეების დახმარებით და ფონდის დაფინანსებით ბავშვთა სახლისათვის მეფუტკრეობის მეურნეობა შეიქმნა.

 
31 ივლისი 2007ფონდი სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებას აგრძელებს

მიმდინარეობს ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ეკონომიკური განვითარების პროგრამის და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური პროექტი "დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით".

 
25 ივლისი 2007ფონდის ”ღია საზოგადოება - საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით ”აფხაზეთის სამართლებრივი დახმარების” პროექტი ხორციელდება

პროექტს - "აფხაზეთის სამართლებრივი დახმარება" ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში ფონდის დაფინანსებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი" ახორციელებს.

 
16 ივლისი 2007ჯანმრთელობის დაცვის სამართალი, როგორც ცალკე დისციპლინა, მხოლოდ ეხლა ყალიბდება საქართველოში

ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" პროექტის "კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის" ფარგლებში ქართველმა და ამერიკელმა ექსპერტებმა მუშაობა დაიწყეს "ჯანდაცვის სამართლის" სახელმძღვანელოზე, რომელიც დაეხმარება იურისტებს მუშაობის პროცესში, შესაძლებლობას მისცემს მათ იხილონ სრული კანონმდებლობა მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში.

 
13 ივლისი 2007პირველად საქართველოში ფონდის ”ღია საზოგადოება - საქართველო” ინიციატივით “კანონისა და ჯანდაცვის” კურიკულუმი მუშავდება

ფონდში "ღია საზოგადოება - საქართველო" "კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის" პროექტის ფარგლებში ამერიკელი და ქართველი ექსპერტების მიერ მუშავდება "კანონისა და ჯანდაცვის" კურიკულუმი, რომელიც 2007-2008 წლებში დაინერგება საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის იურიდიულ და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტებზე.

 
12 ივლისი 2007საერთაშორისო სამართლის მრავალენოვანი ლექსიკონი

ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა ქართულ - ინგლისურ - გერმანულ - ფრანგულ - რუსული საერთაშორისო სამართლის ლექსიკონი. ლექსიკონი მომზადდა და გამოიცა არასამთავრობო ორგანიზაცია  "ინტერლო"-ს მიერ.

 
09 ივლისი 2007სემინარის მონაწილეებმა შეიმუშავეს სტრატეგია, თუ როგორ შეიძლება არასამთავრობო სექტორმა გავლენა მოახდინოს საბიუჯეტო პროცესის მსვლელობაზე

3-დან 6 ივლისის ჩათვლით ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველო" კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში ჩაატარა სემინარი თემაზე: "ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგების ადვოკატირება".

 
02 ივლისი 2007საქართველოს პარლამენტმა ”იურიდიული დახმარების შესახებ” კანონი მიიღო

უცხოელი ექსპერტების შეფასებით ეს  კანონი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ პროგრესულ კანონად შეიძლება მივიჩნიოთ.

 
30 ივნისი 2007კრებულის ”გენდერი, კულტურა, თანამედროვეობა” პრეზენტაცია

30 ივნისს, ფონდის ოფისში შედგა ახალი კრებულის -  „გენდერი, კულტურა, თანამედროვეობა" მე-2 ნაწილის პრეზენტაცია.

 
29 ივნისი 2007კომპაქტურად დასახლებლ დევნილთა ბიზნეს-გეგმები ფინანსდება

ფონდის "ღია საზგადოება - საქართველო" ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და სააქციო საზოგადოების "პალადი ინვესტი" ერთობლივი პროექტი "კომპაქტურად დასახლებული დევნილების გადამზადება და თვითდასაქმების ხელშეწყობა" ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ეკონომიკური განვითარების პროგრამა

 
28 ივნისი 2007 ანგარიშის - ”საქართველო და ევროპის სამეზობლო პოლიტიკა - პერსპექტივები და გამოწვევები” პრეზენტაცია

28 ივნისს, სასტურმო "თბილისი მარიოტში" - გაიმართა ფონდის "ღია საზოგადოება საქართველო" კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის და კოალიციის "საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა" ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტის - "საქართველო და ევროპის სამეზობლო პოლიტიკა - პერსპექტივები და გამოწვევები" (ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო"  სერიიდან - ანგარიშები, ანალიზი, რეკომენდაციები №8)  პრეზენტაცია.

 
27 ივნისი 2007”კახეთის რეგიონის გამოწვევები 2007”

ფონდის "ღია საზოგადოება-საქართველო" კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის ხელშეწყობით დონორი ქვეყნებისა და ორგანიზციების საკოორდინაციო შეხვედრა მოეწყო.

 
26 ივნისი 2007ნარკომანიასა და ნარკობიზნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

26 ივნისს - ნარკომანიასა და ნარკობიზნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ფონდის "ღია საზოგადოება-საქართველო" საქართველოს ზიანის შემცირების ქსელმა ორი ღონისძიება მიუძღვნა.

 
25 ივნისი 2007მხატვრული თარგმანის მასტერკლასი - ახალი წიგნი

საქართველოში პირველი შემოქმედებითი დაოსტატების სასწავლო სახელოსნო ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიხსნა.

 
19 ივნისი 2007შემუშავდა გზამკვლევი

ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველო" კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში მოაწყო ტრეინინგი თემაზე: "საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მოწყობა და ბიუჯეტის მონიტორინგის მეთოდები". სპეციალურად ტრეინინგისთვის შემუშავდა გზამკვლევი "საქართველოს საბიუჯეტო სისტემა".

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 21
22 23 24 25 26 27 28
29 30