01 ოქტომბერი 2007შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვებს საშუალება აქვთ განივითარონ სკოლისათვის მზაობის უნარ-ჩვევები და მოემზადონ შემდგომი ინკლუზიური განათლებისთვის

ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივის მხარდაჭერით კავშირის - ,,ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" მიერ შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვებისათვის შემუშავდა  სასწავლო/სარეაბილიტაციო პროგრამები.

 
28 სექტემბერი 200728 სექტემბერს ინფორმაციის თავისუფლების დღე აღინიშნა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჟურნალისტებთან ერთად ინფორმაციის თავისუფლების დღე აღინიშნა. ღონისძიება ეუთოს მისიის საქართველოში, ევროპის კავშირისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის პროექტების ფარგლებში ჩატარდა.  

 
19 სექტემბერი 2007თბილისელი დამწყები მეწარმეები ბიზნესისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს იძენენ

18 სექტემბერს დაიწყო ათდღიანი ტრენინგი დამწყები მეწარმეებისათვის, რომელიც ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური პროექტის ფარგლებში ტარდება.

 
12 სექტემბერი 2007მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთკავკასიური კინოფესტივალი ”მე - ადამიანი” გრძელდება

12 სექტემბერს ფონდში "ღია საზოგადოება - საქართველო" ინტეგრაციის და სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი -" საკონტროლო პუნქტი", რომელიც მოეწყო ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო", ღია საზოგადოების ინსტიტუტის აზერბაიჯანისა და სომხეთის ფონდებისა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ მხარდაჭერილი მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთკავკასიური კინოფესტივალის "მე - ადამიანი" ფარგლებში.

 
10 სექტემბერი 2007ხუთი ქვეყნის იურიდიული დახმარების სამსახურების წარმომადგენლთა შეხვედრა თბილისში

7-9 სექტემბერს ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო"  კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის მხარდაჭერით თბილისში ჩატარდა რეგიონალური სემინარი საზოგადოებრივ დამცველთა სამსახურების მენეჯერთათვის

 
07 სექტემბერი 2007თბილისის მოსახლეობას ბიზნესის დაწყებისა და გაფართოვების შესაძლებლობა ეძლევა

მიმდინარეობს ფონდის "ღია საზოგადოება-საქართველო"ეკონომიკური განვითარების პროგრამის და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური პროექტი "დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით".

 
13 აგვისტო 2007ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით და პარტნიორობით ბათუმში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ინტეგრაციის და სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა "თანამშრომლობა ინტეგრაციის და განვითარებისათვის", რომელიც 11 აგვისტოს დაიწყო, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ინსტიტუციონალური განვითარებისა და მხარდაჭერისათვის"  პირველი ეტაპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენდა.

 
06 აგვისტო 2007ბედიანის მზრუნველობას მოკლებული ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მეფუტკრეობის პროფესიას ეუფლებიან

ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" კანონის უზენაესობისა და სააჯარო ადმინისტრირების პროგრამის შიდა პროექტის: "უმუშევართა გადამზადება  და თვითდასაქმება"  ფარგლებში მომზადებული ყოფილი საჯარო მოხელეების დახმარებით და ფონდის დაფინანსებით ბავშვთა სახლისათვის მეფუტკრეობის მეურნეობა შეიქმნა.

 
31 ივლისი 2007ფონდი სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებას აგრძელებს

მიმდინარეობს ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ეკონომიკური განვითარების პროგრამის და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური პროექტი "დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით".

 
25 ივლისი 2007ფონდის ”ღია საზოგადოება - საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით ”აფხაზეთის სამართლებრივი დახმარების” პროექტი ხორციელდება

პროექტს - "აფხაზეთის სამართლებრივი დახმარება" ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში ფონდის დაფინანსებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი" ახორციელებს.

 
16 ივლისი 2007ჯანმრთელობის დაცვის სამართალი, როგორც ცალკე დისციპლინა, მხოლოდ ეხლა ყალიბდება საქართველოში

ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" პროექტის "კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის" ფარგლებში ქართველმა და ამერიკელმა ექსპერტებმა მუშაობა დაიწყეს "ჯანდაცვის სამართლის" სახელმძღვანელოზე, რომელიც დაეხმარება იურისტებს მუშაობის პროცესში, შესაძლებლობას მისცემს მათ იხილონ სრული კანონმდებლობა მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში.

 
13 ივლისი 2007პირველად საქართველოში ფონდის ”ღია საზოგადოება - საქართველო” ინიციატივით “კანონისა და ჯანდაცვის” კურიკულუმი მუშავდება

ფონდში "ღია საზოგადოება - საქართველო" "კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის" პროექტის ფარგლებში ამერიკელი და ქართველი ექსპერტების მიერ მუშავდება "კანონისა და ჯანდაცვის" კურიკულუმი, რომელიც 2007-2008 წლებში დაინერგება საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის იურიდიულ და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტებზე.

 
12 ივლისი 2007საერთაშორისო სამართლის მრავალენოვანი ლექსიკონი

ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა ქართულ - ინგლისურ - გერმანულ - ფრანგულ - რუსული საერთაშორისო სამართლის ლექსიკონი. ლექსიკონი მომზადდა და გამოიცა არასამთავრობო ორგანიზაცია  "ინტერლო"-ს მიერ.

 
09 ივლისი 2007სემინარის მონაწილეებმა შეიმუშავეს სტრატეგია, თუ როგორ შეიძლება არასამთავრობო სექტორმა გავლენა მოახდინოს საბიუჯეტო პროცესის მსვლელობაზე

3-დან 6 ივლისის ჩათვლით ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველო" კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში ჩაატარა სემინარი თემაზე: "ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგების ადვოკატირება".

 
02 ივლისი 2007საქართველოს პარლამენტმა ”იურიდიული დახმარების შესახებ” კანონი მიიღო

უცხოელი ექსპერტების შეფასებით ეს  კანონი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ პროგრესულ კანონად შეიძლება მივიჩნიოთ.

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  2 4 5 6
7 9 10 11 13
14 15 16 17 18 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31