ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება
 

2014 - 2016 წლისათვის ფონდი  აქტიურად იმუშავებს შემდეგ თემებზე: 

დეცენტრალიზაცია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების, სამოქალაქო მონაწილეობისა და  ხელისუფლების ანგარიშვალდებულების  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თვითმმართველობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული არაერთი ცვლილების მიუხედავად,  იგი კვლავ საჭიროებს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ერთეულების დამოუკიდებლობას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობასა და გამჭვირვალე ადგილობრივ ხელისუფლებას.

  • ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, თვითმმართველობის ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა
  • გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის შექმნა, ადგილობრივ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა
  • თვითმმართველობის რეფორმის პროცესის მონიტორინგი და ამ პროცესში გამოვლენილი პრობლემების იდენტიფიცირება.

 

 

 

 


სხვა კონკურსები