საინფორმაციო შეხვედრების სერია თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ
 

პრესრელიზი: 30/03/2016

რას ნიშნავს ევროინტეგრაცია?!

 საინფორმაციო შეხვედრების სერია თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში

30 მარტს, 11:00 საათზე სასტუმრო „რუმს თბილისში"  ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო" და „რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრი" ერთობლივი პროექტის პრეზენტაციას გამართავენ,  რომლის მიზანი ევროინტეგრაციის პროცესზე მოსახლეობის ინფორმირებაა.  მოსახლეობის ინფორმირება რუმინეთის ევროკავშირში ინტეგრაციის მაგალითზე დაყრდნობით მოხდება. 

კონფერენციის მომხსენებლები არიან რუმინეთის ელჩი საქართველოში დუმიტრუ ბადეა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მარიკა რაქვიაშვილი,  რუმინეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი (2004-2007 წლებში), ამჟამად  ევროპარლამენტარი მონიკა მაკოვეი (მონიკა მაკოვეი ხელმძღვანელობდა მართლმსაჯულების რეფორმას რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში) „რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრის" დირექტორთა საბჭოს წევრი ჩიპრიან ჩიუკუ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" წარმომადგენელი ვანო ჩხიკვაძე.  

პროექტის პრეზენტაციის შემდგომ ჩატარდება შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წამომადგენლებთან  საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში შემდეგი თანმიმდევრობით:

  • თბილისი , 30 მარტი,16:00 საათი, შეხვედრა საკრებულოში- 14:00-16:00 საათი;
  • ქუთაისი - 31 მარტი, 11:00-13:00 საათი;
  • ზუგდიდი - 31 მარტი, 16.30-18:30 საათი;
  • ბათუმი - 1 აპრილი, 11:00-13:00 საათი;
  • ახალციხე - 2 აპრილი, 15:00-17:00 საათი.

პროექტი, ასევე ითვალისწინებს შეხვედრებს მაღალმთიანი აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, სვანეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლის და იმერეთის ექვსი სოფლის ადგილობრივ მოსახლეობასთან.

 

###

დამატებითი ინფორმაცია ევროპარლამენტარ, მონიკა მაკოვეის შესახებ:

მონიკა მაკოვეი   2004-2007 წლებში იყო რუმინეთის იუსტიციის მინისტრი  და სათავეში ედგა მართლმსაჯულების რეფორმას. ქ-ნი მაკოვეი  რუმინეთის ანტიკორუფციული რეფორმების ერთ-ერთ ავტორად მიიჩნევა. ევროკავშირის შეფასებით, მან დიდი წვლილი შეიტანა რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანების საქმეში. 2014 წელს მონიკა მაკოვეი კენჭს იყრიდა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. 2001-2004 წლებში იგი ხელმძღვანელობდა რუმინეთის ჰელსინკის კომიტეტს. იგი, ასევე არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-რუმინეთის" ერთ-ერთი დამაარსებელი. ამჟამად მონიკა მაკოვეი ევროპარლამენტის წევრია ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფიდან.   

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 5 7 8
9 10 11 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30