საქართველოს ენერგეტიკული სექტორი მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები
 

პარასკევს, 5 აგვისტოს, 10:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში კონფერენცია - საქართველოს ენერგეტიკული სექტორი - მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები გაიმართება.

ღონისძიებაზე, რომელსაც დაესწრებიან სამინისტროების, საელჩოების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, განიხილება საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარება ბოლო წლების განმავლობაში, ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემები, საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების შესაძლებლობები, სატარიფო პოლიტიკა და მდგრადი განვითარების გამოწვევები.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პოლიტიკის დოკუმენტი ენერგეტიკულ სექტორში რეფორმების საჭიროების შესახებ და - რეკომენდაციები ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრობასთან დაკავშირებით. ღონისძიებას ატარებს ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამცდილება საქართველოსთვის“ (WEG) ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში USAID G4G პროგრამის მხარდაჭერით.


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 5 7 8
9 10 11 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30