კოალიციის მედიის ადვოკატირებისთვის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის GDS-ის კადრებით დაკომპლექტებასთან დაკავშირებით
 

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე საკადრო ცვლილებები ადასტურებს 2016 წლის არჩევნების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციას GDS საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დახურვისა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე GDS -ის თანამშრომელთა გადაყვანის გეგმის შესახებ.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე 30 თანამშრომლის დამატება, რომელთაგან უმეტესობა ყოფილი GDS-ელია, აჩვენებს, რომ შესაბამისი გეგმა ახალი გენერალური დირექტორის მიერ, რომელიც ასევე GDS-ის ყოფილი თანამშრომელია, მართლაც ხორციელდება.

საყურადღებოა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, სულხან სალაძის მიერ გავრცელებული მონაცემებით, ახლადმიღებულ თანამშრომელთა ანაზღაურება თვეში 80 ათას ლარს აღწევს, მაშინ როცა მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი პირველივე დღიდან თანხების დაზოგვის აუცილებლობაზე საუბრობდა და ამ მიზნით თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნასაც კი გეგმავდა.

GDS-ის თანამშრომელთა საზოგადოებრივ მაუწყებელზე დასაქმებას მენეჯმენტი ნიუსრუმის ახალი საჭიროებებით ასაბუთებს, თუმცა  გავრცელებული მონაცემები აჩვენებს, რომ ახლადმიღებული კადრები მხოლოდ ე.წ. გაერთიანებულ ნიუსრუმში არ საქმდებიან. ახალი კადრების მიღება წინ უსწრებს მაუწყებელზე გამოცხადებულ კონკურსს გადაცემების შესარჩევად.

კოალიციამ ,,მედიის ადვოკატირებისთვის" არა ერთხელ კრიტიკულად შეაფასა ახალი მენეჯმენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები და განაგრძობს მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის გადაცემების შესარჩევ კონკურსზე  დაკვირვებას. კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ  საკონკურსო კომისია შეძლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის და არა მენეჯმენტის ინტერესების დაცვას, წარმოდგენილი პროექტების პროფესიული კრიტერიუმებით შეფასებას და წარდგენას საზოგადოებისათვის.


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 4 5
6 7 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31