მედია საბჭოს, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მედიის სფეროს წარმომადგენლების მიერ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესის ობიექტურად გაშუქებასთან დაკავშირებით. 27 ნოემბერი, 2007 წელი.

იმისათვის, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში უზრუნველყოფილი იყოს ინფრომირებული არჩევანი ყველა მოქალაქისათვის, თანაბარი შესაძლებლობები პრეზიდენტობის ყველა კანდიდატისათვის და სამოქალაქო მშვიდობა,  მედია საბჭო, დამოუკიდებელი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიმართავენ მედიას, რომ გარდა კანონმდებლობით არსებული გარანტიებისა, საპრეზიდენტო არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი უახლესი პერიოდის პოლიტიკური მოვლენების ობიექტური და მიუკერძოებელი გაშუქებისათვის, გაითვალისწინონ შემდეგი მოსაზრებები:

  1. საპრეზიდენტო არჩევნების ყველა ობიექტური კრიტერიუმით შერჩეულ ძირითად მონაწილეს,  (პრეზიდენტობის კანდიდატს), ან მის წარმომადგენელს უნდა დაეთმოს თანაბარი საეთერო დრო ახალი ამბების ან პოლიტიკური დებატების ფარგლებში.
  1. თუ რაიმე მოვლენის, კამპანიის ნაწილის ადექვატურად გაშუქებისას, რომელიმე კანდიდატს საჭიროა დაეთმოს მეტი დრო (მაგალითად, საარჩევნო პროგრამის გამოქვეყნება, ყრილობის თუ დემონსტრაციის ორგანიზება კანდიდატის მიერ), მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში სხვა კანდიდატებს მიეცეს იმავე მოცულობის დროის გამოყენების საშუალება;
  1. წინა საარჩევნო პერიოდში ყველა მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ხელისუფლების მიერ უახლოეს წარსულში გამოქვეყნებული იმ მასალების ტირაჟირებისაგან, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტობის ზოგიერთი კანდიდატის თუ მათი წარმომადგენლების რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას;
  1. ყველა მაუწყებელმა, ჟურნალისტმა თავი უნდა აარიდოს გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი ბრალდებების, ფაქტების, ჭორების ტირაჟირებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამ ტიპის ინფორმაცია ხელს შეუწყობს ძალადობის, მასობრივი არეულობის პროვოცირებას ან ძალადობისა და არეულობისაკენ წაქეზებას;
  1. სააარჩევნო კამპანიის განმავლობაში რეგულარული საინფორმაციო გადაცემის და პოლიტიკური დებატების მიღმა, თანაბარ პირობებში, მაუწყებელმა შესთავაზოს ყველა ძირითად კანდიდატს, ან მის წარმომადგენელს, არანაკლებ სამი შესაძლებლობა (ჯამში სამი საათი) მისი ამომრჩეველთან შეხვედრების ან სხვა რაიმე, მისთვის სასურველი ღონისძიების გასაშუქებლად.
  1. კანდიდატისა თუ მისი საარჩევნო გუნდის მიმართ წაყენებული პირდაპირი თუ ირიბი ბრალდებების ტელეეთერით გავრცელების შემთხვევაში, ბრალდების ადრესატს მიეცეს პასუხის გაცემის საშუალება იმავე მაუწყებლის მეშვეობით, როგორც წესი, იმავე გადაცემაში;
  1. მიეცეს შესაძლებლობა ყველა ძირითად კანდიდატს, ან მის წარმომადგენელს, დღის განმავლობაში, ძირითადი საინფორმაციო საშუალებებით, ყოველდღიურად, კომენტარი გააკეთოს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე;
  1. ყველა მაუწყებელი, პრაქტიკული შესაძლებლობების ფარგლებში, უნდა ცდილობდეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის თუ მისი გუნდის მოსაზრებების გადმოცემისას, დაეყრდნოს პირველწყაროს და არა მესამე პირებს;
  1. სადისკუსიო პროგრამების (თოქ შოუ) ორგანიზებისას აუდიტორიის მოწვევის შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული ზომები მონაწილეთა დაბალანსებული შერჩევისათვის;
  1. მოქალაქეთა შემთხვევითი გამოკითხვისას (ვოქს პოპული) შეძლებისდაგვარად დაცული იყოს ბალანსი/პლურალიზმი;
  1. საზოგადოებრივი აზრის სოციოლოგიური კვლევის (მათ შორის ეგზითპოლის) გაშუქება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კვლევა ჩატარებულია საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული, მეცნიერულად სანდო მეთოდოლოგიით, გამჭვირვალედ, დამკვეთის და დაფინანსების წყაროს ჩვენებით. აუცილებელია კვლევის შედეგების საექსპერტო განხილვა პლურალისტური დისკუსიის ორგანიზებით;

სასურველია, პრეზიდენტობის კანდიდატების ნების გამოხატვის შემთხვევაში, მაუწყებლებთან შეიქმნას პრეზიდენტობის კანდიოდატთა წარმომადგენლების საკონსულტაციო საბჭო


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 5 7 8
9 10 11 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30