კონკურსი პროგრამისტის მომსახურებაზე

დამსაქმებელი: ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" (კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის პროექტი "ინტერნეტ-გამჭვირვალობის დანერგვა საქართველოში")

თანამდებობა: პროგრამისტი

ხანგრძლივობა: 4 თვე (არასრული/სანახევრო განაკვეთი)

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: ა/წ 24 ნოემბერი 21.00 სთ.

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის პროექტი "ინტერნეტ-გამჭვირვალობის დანერგვა საქართველოში"  ხორციელდება 2006 წლიდან. პროექტის მიზანს წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოქვეყნებისა და მიღების პრაქტიკის დამკვიდრება და ელ-მმართველობაზე გადასვლის ხელშეწყობა. ამ მიზნების უზრუნველსაყოფად, შემუშავდა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც, სხვა ვალდებულებათა შორის, ითვალისწინებს არსებული საჯარო ინფორმაციის ასახვას და არქივირებას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ცენტრალულ ბაზაში. ასევე შემუშავდა საჯარო უწყების ვებ-საიტის სტანდარტული ფორმა და მინიმალური ტექნიკური პარამეტრები. პროექტის მეორე ფაზაში, რომლის განხორციელება 2008 წელს დაიწყება, დაგეგმილია ადგილობრივი საინფორმაციო ცენტრების აღჭურვა და ფუნქციონირება საქართველოს რაიონებში, რომლებიც მოსახლეობას მისცემს საშუალებას, ყოველგვარი საფასურის გარეშე მოიძიოს და მიიღოს ინტერნეტში განთავსებული საჯარო ინფორმაცია

სამუშაოს აღწერილობა:

ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ორი პროგრამული მოდულის შემუშავება:

  • პირველი მოდული - ვებ-საიტებისა და გვერდების შექმნისა და შენარჩუნების მაქსიმალურად მარტივი და ეფექტური პროგრამის (მართვის პანელის) შექმნა;
  • მეორე მოდული - იმავე მართვის პანელის საფუძველზე შექმნილი სხვადასხვა საიტებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩატვირთვის, მონაცემთა ბაზაში შენახვისა და საძიებო სისტემის პროგრამირება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მინიმუმ სამი წლის გამოცდილება PHP ან/და C+, C# პროგრამული ჩარჩოს გამოყენებაში;
  • მონაცემთა ბაზების შექმნისა და მართვის გამოცდილება;
  • ქსელური ინფრასტრუქტურის ღრმა ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, შემჭიდროებულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი.

სამუშაოს შესასრულებლად პორგრამისტს მიეცემა ვადა 4 თვემდე, ამა წლის 1 დეკემბრიდან. გაწეული სამსახური ერთჯერადად ანაზღაურდება, 5,000 აშშ დოლარის ოდენობით, ორივე პროგრამული მოდულის დასრულებისა და წარმატებული ტესტირების ჩატარებისთანავე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნოთ  ავტობიოგრაფია შემდეგ მისამართზე gjokhadze@osgf.ge, ხოლო გზავნილის სათაურში მიუთითოთ "programmer".  

განაცხადები მიიღება ა/წ 24 ნოემბრის 21.00 საათამდე.

დამატებითი ინფომრაციისათვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს, გიორგი ჯოხაძეს ელ-ფოსტის მისამართზე: gjokhadze@osgf.ge.


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1
3 6 7 8 9
10 13 14 16
17 18 20 21 23
24 25 26 27 28 29 30