საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მომზადებული ანგარიშების/პროექტების პრეზენტაცია

ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" საჯარო ადმინისტრირების და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში  განხორციელებული პროექტების და მომზადებული ანგარიშების პრეზენტაცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტი"

26 ოქტომბერი, 2007 წელი  პრეზენტაციის დღის წესრიგი: 

 16:00  - პრეზენტაციის გახსნა;

 16:05 - პროექტი:  "საქართველოში კეთილსინდისიერი ქცევის უზრუნველმყოფი ეროვნული სისტემის პარამეტრების განსაზღვრა" (An Assessment of Georgia's National Integrity System: The GNISA Project);

პროექტის: "საქართველოში კეთილსინდისიერი ქცევის უზრუნველმყოფი ეროვნული სისტემის პარამეტრების განსაზღვრა" ფარგლებში საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ("TIRI" - ინგლისი), გრიფიტის უნივერსიტეტის "ეთიკის, მართვისა და სამართლის ინსტიტუტის" (ავსტრალია), "მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტის" მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები: ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო",  "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".  

 16:15 - პროექტი: "საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების  წლიური ანგარიში  - 2006";

 ფონდის კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის შიდა პროექტის ფარგლებში მომზადებული  " "ადგილობრივი დემორატიის განვითარების წლიური ანგარიშის" პრეზენტაცია.  

 16:25 - პროექტი: "ყველაფერი კანონმდებლობისა და პროცედურების შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობებს";

  ფონდის "ღია საზოგადოება-საქართველო" კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის პარტნიორული პროექტი.  პროექტის ფარგლებში მომზადებული ელექტრონული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია.


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1
3 6 7 8 9
10 13 14 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30