პროექტის დასახელება წელი პროგრამის სახელწოდება გრანტის ოდენობა
ტოლერანტობის მისიონერები

ტოლერანტობის მისიონერები

  • მიმღები პირი:  მწვანე სექტორი
  • გაცემული თანხა:  22,475
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში (ქედა, შუახევი, ხულო) რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის კულტურის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

 

 

2017 უმაღლესი განათლება 22,475 USD
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მონიტორინგი - 2017

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მონიტორინგი - 2017

  • მიმღები პირი:  განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი
  • გაცემული თანხა:  7 000
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის საარჩევნო პროცესებში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობით საარჩევნო პროცესის მონიტორინგი: დამკვირვებლების მომზადება; 10 მობილური ჯგუფი დააკვირდება კენჭისყრის პროცედურების მიმდინარეობას საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში გახსნილ სპეციალურ უბნებზე; ინფორმაცია "დედა" უბნებზე, საუბნო და საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების მონიტორინგის შედეგების შესახებ რეგულარულად მიეწოდება საზოგადოებას, მომზადდება საჩივრები; ასევე, დაკვირვების საბოლოო ანგარიში. მონიტორინგს განახორციელებს 100-კაციანი სადამკვირვებლო მისია.

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 7 000 USD
საქართველოში 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დღის დაკვირვება

საქართველოში 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დღის დაკვირვება

  • მიმღები პირი:  საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • გაცემული თანხა:  15 000
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია  დამკვირვებლების მომზადება, კენჭისყრის დღის დაკვირვება სტატიკური და მობილური ჯგუფებით; კენჭისყრის დღის მიმდინარეობისას აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირება და საზოგადოების ინფორმირება. კენჭისყრის დღეს 250 დამკვირვებელი დააკვირდება თბილისის 10 საარჩევნო ოლქს, საარჩევნო მისია შედგება 200 სტატიკური დამკვირვებლისაგან, რომლებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ 200 საარჩევნო უბანზე განაწილდებიან; გარდა ამისა, შეიქმნება 18 მობილური ჯგუფი. 

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 15 000 USD
ხელი შეეწყოს 2017 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებას ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქებში

ხელი შეეწყოს 2017 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებას ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქებში

  • მიმღები პირი:  საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო”
  • გაცემული თანხა:  9 980
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია ხელი შეეწყოს 2017 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებას ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქებში: საარჩევნო დღის მონიტორინგი ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქებში და ამ ოლქებში შემავალ შესაბამის საარჩევნო უბნებსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში; არჩევნების დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგი.

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 9 980 USD
თავისუფალი და სამართლიანი 2017 წლის არჩევნების ხელშეწყობა მონიტორინგის, ანგარიშგებისა და სამართალწარმოების მეშვეობით

თავისუფალი და სამართლიანი 2017 წლის არჩევნების ხელშეწყობა მონიტორინგის, ანგარიშგებისა და სამართალწარმოების მეშვეობით

  • მიმღები პირი:  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • გაცემული თანხა:  21 981
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

არჩევნების დღისა და შემდგომი პროცედურების კანონთან შესაბამისობით განხორციელების ხელშეწყობა; არჩევნების დღისა და შემდგომ პროცესებზე პროფესიონალური და ობიექტური დაკვირვება; ამომრჩევლის დროული ინფორმირება, მისი საარჩევნო უფლების დაცვა; საარჩევნო დარღვევების გამოვლენა და მათი შემდგომი პრევენცია; დამკვირვებელთა უფლებების დაცვა; საარჩევნო დავების განხილვის ხელშეწყობა საარჩევნო ადმინისტრაციებში, სასამართლოებში. 

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 21 981 USD
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგი საქართველოში

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგი საქართველოში

  • მიმღები პირი:  ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • გაცემული თანხა:  9 995
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია შეფასდეს საქართველოს საარჩევნო პროცესის შესაბამისობა საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან; გაზარდოს საზოგადოებრივი ცნობიერება რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. კერძოდ კი, 14-კაციანი ჯგუფი დააკვირდება საარჩევნო პროცესს კახეთის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში - დუზაგარმა, ლამბალო, იორმუღანლო, ყარაჯალა, ნაფარეული; 7-კაციანი ჯგუფი მონიტორინგს გაუწევს ახმეტის რაიონის ეთნიკური ქისტებითა და ჩეჩნებით დასახლებულ სოფლებში; 4-კაციანი ჯგუფი - გორის რაიონის კონფლიქტისპირა სოფლებში დააკვირდება საარჩევნო პროცესს. ასევე, ორგანიზაციის მონიტორების მიერ მომზადებული საჩივრები დარღვევებთან დაკავშირებით წარედგინება საოლქო კომისიებში, ცესკოსა და სასამართლოში. მომზადდება ანგარიში.

 

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 9 995 USD
საქართველოს კონსტიტუციური რეფორმის პროცესის განხილვა აშშ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და აკადემიურ წრეებში

საქართველოს კონსტიტუციური რეფორმის პროცესის განხილვა აშშ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და აკადემიურ წრეებში

  • მიმღები პირი:  საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • გაცემული თანხა:  2 989,60
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია მოხდეს რეფორმის პროცესის შესახებ სტრატეგიული პარტნიორების დეტალური ინფორმირება მათი ექსპერტული რჩევის მისაღებად და პროცესში ჩართვის მიზნით. 

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 2 989,60 USD
კონვერსია პრეზენტაცია-შეხვედრა

კონვერსია პრეზენტაცია-შეხვედრა

  • მიმღები პირი:  არტ გაერთიანება
  • გაცემული თანხა:  2 940
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია წინა პროექტის მონაწილეების მონაწილეობით შეხვედრა-სემინარის მოწყობა თბილისში, სადაც მოხდება მუშაობის შედეგების პრეზენტაცია, შეჯამება, დაიგეგმება თითოეული რეგიონალური სივრცისთვის კონკრეტული აქტივობები.

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 2 940 USD
ვის ეკუთვნის საქართველო: ბიზნესის წამყვანი მოთამაშეებისა და მათი პოლიტიკური კავშირების კვლევა

ვის ეკუთვნის საქართველო: ბიზნესის წამყვანი მოთამაშეებისა და მათი პოლიტიკური კავშირების კვლევა

  • მიმღები პირი:  საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • გაცემული თანხა:  19 868
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია მომზადდეს კვლევა "ვის ეკუთვნის საქართველო: ბიზნესის წამყვანი მოთამაშეებისა და მათი პოლიტიკური კავშირები".

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 19 868 USD
გაცნობიერებული არჩევანი-დემოკრატიის ფუნდამენტი-II

გაცნობიერებული არჩევანი-დემოკრატიის ფუნდამენტი-II

  • მიმღები პირი:  საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • გაცემული თანხა:  20 000
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა.

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 20 000 USD
მე წაგიყვან მაჩხაანის თეატრში

მე წაგიყვან მაჩხაანის თეატრში

  • მიმღები პირი:  სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative
  • გაცემული თანხა:  14 959
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია სოფელ ქვემო მაჩხაანის თეატრის ადვოკატირების კამპანიის წარმოება.

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 14 959 USD
თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა

თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა

  • მიმღები პირი:  ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი
  • გაცემული თანხა:  19 090
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია  ხელისუფლებისათვის თვითმმართველი ქალაქების აუცილებლობის არგუმენტირებულად დასაბუთება, სტატუსის გაუქმების უარყოფითი მხარეების გაცნობა, პრობლემის გამოსავლის მოძებნა მოქალაქეების ჩართულობით.

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 19 090 USD
ახალი მუნიციპალიტეტების ეფექტურობის შედარებითი ანალიზი

ახალი მუნიციპალიტეტების ეფექტურობის შედარებითი ანალიზი

  • მიმღები პირი:  სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
  • გაცემული თანხა:  18 700
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა: ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება.

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 18 700 USD
ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში – 1918-1921 წლების გამოცდილება

ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში – 1918-1921 წლების გამოცდილება

  • მიმღები პირი:  სამოქალაო აქტივიზმის კვლევის ცენტრი
  • გაცემული თანხა:  22 130
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია პირველი რესპუბლიკის პერიოდში საქართველოს რეგიონებში მიმდინარე უცნობი მოვლენების შესწავლა-ანალიზი.

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 22 130 USD
მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა ევროპული ტიპის თვითმმართველობების ჩამოყალიბებაში

მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა ევროპული ტიპის თვითმმართველობების ჩამოყალიბებაში

  • მიმღები პირი:  სტუდია რე
  • გაცემული თანხა:  39 985
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა ინფორმირებას ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკითხებზე. პროექტის მსვლელობისას, 10 სატელევიზიო გადაცემის მეშვეობით, წარიმართება დისკუსიები, როგორ მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რა შეიცვალა, არსებული გამოწვევები, მიღწევები და დაგეგმილი ცვლილებები.

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 39 985 USD

სხვა კონკურსები