პროექტის დასახელება წელი პროგრამის სახელწოდება გრანტის ოდენობა
დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედიის განვითარება საქართველოში

დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედიის განვითარება საქართველოში

  • მიმღები პირი:  სოვა ნიუსი
  • გაცემული თანხა:  4 400
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია, ონლაინგამოცემა ,,სოვა ნიუსის' აქტიური თანამშრომლობა სხვა მედიასაშუალებებთან ინფორმაციის გაცვლის კუთხით, ქართულ მედიაბაზარზე მისი დამკვიდრება ყოველდღიური ახალი ამბების, სოციალური ვიდეოებისა და ინტერვიუების საშუალებით. ასევე, ახალი მედიატექნოლოგების გამოყენებით ,,სოვა ნიუსის' მიერ წამყვანი პოზიციების დაკავება არა მხოლოდ ქართულ, არამედ სამხრეთ კავკასიისა და რეგიონის  მედიაბაზარზე. 

2017 მედიის მხარდაჭერა 4 400 USD
სათემო რადიო მარნეულის განვითარება FM ეთერში გასვლისთვის

სათემო რადიო მარნეულის განვითარება FM ეთერში გასვლისთვის

  • მიმღები პირი:  ჟურნალისტთა კავშირი ,,ხალხის ხმა’’
  • გაცემული თანხა:  28 850
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია, სათემო რადიო მარნეულისთვის ანძის დადგმა და FM მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად გადამცემი აპარატურის გამართვა. სამ ენაზე (ქართული, აზერბაიჯანული, სომხური) სატესტო მაუწყებლობისთვის მომზადება.

2017 მედიის მხარდაჭერა 28 850 USD
,,სამხრეთის კარიბჭე’’ - მოსახლეობის ინფორმირებულობისათვის

,,სამხრეთის კარიბჭე’’ - მოსახლეობის ინფორმირებულობისათვის

  • მიმღები პირი:  კავშირი ”სამხრეთის კარიბჭე’’
  • გაცემული თანხა:  25 000
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთ-ერთი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინფორმაციის წყაროს ,,სამხრეთის კარიბჭის’’  სამი პლატფორმის - გაზეთის, საინფორმაციო ვებპორტალისა და რადიოს განვითარების ხელშეწყობა,  მოსახლეობისათვის ობიექტური ინფორმაციის უწყვეტად მიწოდება, კონტენტის გაუმჯობესება და გამრავალფეროვნება.

2017 მედიის მხარდაჭერა 25 000 USD
,,ლიბერალის’’ მომხმარებლებისა და გავლენის გასაზრდელად

,,ლიბერალის’’ მომხმარებლებისა და გავლენის გასაზრდელად

  • მიმღები პირი:  შპს ,,ლიბერალი’’
  • გაცემული თანხა:  46 628
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია ,,ლიბერალის' მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა; ,,ლიბერალის' აუდიტორიისთვის სიღრმისეული სტატიებისა და ინფოგრაფიკების სახით ვიზუალიზებული მონაცემების მიწოდება; ასევე მკითხველისათვის რიგი თემების ,,მსუბუქი' ფორმატით - მოკლე ვიდეოთი მიწოდება; მკითხველის ჩართულობის გასაზრდელად გამოკითხვისა და ქვიზების ფორმატის გამოყენება; ფეისბუქთან ერთად სხვა სოციალური ქსელების, როგორიცაა ტვიტერი და ინსტაგრამი ათვისება. 

2017 მედიის მხარდაჭერა 46 628 USD
Netgazeti.ge- სანდო წყარო ინტერნეტში

Netgazeti.ge- სანდო წყარო ინტერნეტში

  • მიმღები პირი:  შპს ,,გაზეთი ბათუმელები’’ 46 080
  • გაცემული თანხა:  46 080
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია ქართულენოვანი ინტერნეტის მომხმარებლების ხელმისაწვდომობის გაზრდა მიუკერძოებელ და ფაქტებზე დაფუძნებულ ახალ ამბებზე;  საქართველოში მიმდინარე მოვლენების, ასევე უცხოეთის მნიშვნელოვანი ამბების ყოველდღიური გაშუქება; აუდიტორიისათვის სიღრმისეული სტატიებისა და მრავალფეროვანი მოსაზრებების შეთავაზება; „ნეტგაზეთის" კონტენტის პოპულარობისა და  არასაგრანტო შემოსავლების გაზრდა. 

2017 მედიის მხარდაჭერა 46 080 USD
,,ქუტაისიპოსტის’’ რეგიონული ქსელი განვითარებაზე ორიენტირებული მედიისთვის

,,ქუტაისიპოსტის’’ რეგიონული ქსელი განვითარებაზე ორიენტირებული მედიისთვის

  • მიმღები პირი:  თავისუფალ ჟურნალისტთა ცენტრი
  • გაცემული თანხა:  3 775
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

ის მიზანია ,,ქუთაისიპოსტის' რეგიონულ წარმომადგენელთა ქსელის შექმნა იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში; აგრეთვე, ახალი მულტიმედია რუბრიკისა და აქტივობების განხორციელება, ,,ქუტაისიპოსტის' სატელევიზიო სტუდიაში საზოგადოებრივი თოქ-შოუს მომზადება და გაყიდვების ძლიერი სტრუქტურისა და კონცეფციის შექმნა. 

2017 მედიის მხარდაჭერა 3 775 USD
Civil Pitch 2017

Civil Pitch 2017

  • მიმღები პირი:  ფონდი ,,ნოოსფერა’’
  • გაცემული თანხა:  6 399
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია 11-16 მაისის CineDoc საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფარგლებში Civil Pitch 2017-ის ჩატარება, რაც გულისხმობს სამოქალაქო სექტორის მიერ ადამიანის უფლებებსა და სხვა სამოქალაქო თემატიკაზე დოკუმენტური ფილმის იდეების წარდგენას კინოპროფესიონალებისა და დონორებისათვის. საუკეთესო პროექტები დაჯილდოვდება თანხით, რომელიც გამოიყენება კინოპროექტის განვითარებისთვის.  

2017 მედიის მხარდაჭერა 6 399 USD
Mediachecker.ge მედიის სტანდარტების გასაუმჯობესებლად

Mediachecker.ge მედიის სტანდარტების გასაუმჯობესებლად

  • მიმღები პირი:  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • გაცემული თანხა:  19 840
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია საქართველოში მედიაკრიტიკის ერთადერთი პლატფორმის mediachecker.ge-ის განვითარება; მონიტორინგის საშუალებით ონლაინ, ტელე და ბეჭდურ მედიაში  დაშვებული პროფესიული გადაცდომების გამოვლენა; ინფორმაციის გამოქვეყნება დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური მესიჯების გავრცელების ტექნიკისა და მეთოდების შესახებ; აგრეთვე საიტზე  კვალიფიციური მასალების თავმოყრა, რომელიც ჟურნალისტებს დაეხმარება პროფესიული დილემის გადაჭრაში.  

2017 მედიის მხარდაჭერა 19 840 USD
თვითმმართველობის ინსტიტუციური ცვლილებების შეფასება

თვითმმართველობის ინსტიტუციური ცვლილებების შეფასება

  • მიმღები პირი:  რეგიონის განვითარების ცენტრი
  • გაცემული თანხა:  27 685
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია შეფასდეს რეფორმის შედეგად მომხდარი ინსტიტუციური ცვლილებების ზეგავლენა მერების/გამგებლებისა და საკრებულოს ურთიერთობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 27 685 USD
საგანმანათლებლო დოკუმენტური ფილმი

საგანმანათლებლო დოკუმენტური ფილმი

  • მიმღები პირი:  სათემო განვითარების ცენტრი
  • გაცემული თანხა:  22 910
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება თემის თვითორგანიზებისა და ალტერნატიული თვითმმართველობის ფორმების შესახებ, და სამოქალაქო ჩართულობისა და მონაწილეობის შესახებ დისკუსიის ინიცირება.

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 22 910 USD
თანამშრომლობა ადრეული და სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფისათვის

თანამშრომლობა ადრეული და სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფისათვის

  • მიმღები პირი:  საუნჯე
  • გაცემული თანხა:  19 360
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია არსებული პრაქტიკის შესწავლა და გაანალიზება, რათა გაუმჯობესდეს ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ადრეული და სკოლამდელი განათლების პოლიტიკა.

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 19 360 USD
ქალაქის შემადგენელი ელემენტები - სასწავლო ნიმუში: თბილისის შიდა ეზოები

ქალაქის შემადგენელი ელემენტები - სასწავლო ნიმუში: თბილისის შიდა ეზოები

  • მიმღები პირი:  ჯგუფი ურბანული ექსპერიმენტები
  • გაცემული თანხა:  7000
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია სემინარის ჩატარება, რათა შეისწავლოს და გაანალიზდეს ტრადიციული თბილისური შიდა ეზოების არსებული არქეტიპები და შემუშავდეს მათი განვითარების სტრატეგიები.

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 7000 USD
Droa.ge - პლატფორმა რეფორმისათვის

Droa.ge - პლატფორმა რეფორმისათვის

  • მიმღები პირი:  საქართველოს მედია-კლუბი
  • გაცემული თანხა:  34 195
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია საიტის ბაზაზე შეიქმნას მძლავრი ონლაინ-პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მოხდება რეფორმის გაგრძელებისთვის საჭირო თემების აქტუალიზება. 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 34 195 USD
„უსაფრთხოების სექტორის თანამედროვე სისტემის შექმნის ადვოკატირება“

„უსაფრთხოების სექტორის თანამედროვე სისტემის შექმნის ადვოკატირება“

  • მიმღები პირი:  საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • გაცემული თანხა:  48 650.00
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტი მიზნად ისახავს უსაფრთხოების ისეთი სისტემის შექმნის ადვოკატირებას, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებული, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული და დაბალანსებული,  თანამედროვე უსაფრთხოების სტრუქტურის ფორმირებას, რომელიც განახორციელებს საქმიანობას  საერთაშორისოდ დამკვიდრებული კონტროლისა და ზედამხედველობის ფარგლებში  

2017 ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა 48 650.00 USD
„საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტი“

„საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტი“

  • მიმღები პირი:  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“
  • გაცემული თანხა:  32,450.00
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის ინიცირება და მხარდაჭერა. ამასთან,  საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის გამჭვირვალობის, ეფექტურობის და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა 

2017 ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა 32,450.00 USD

სხვა კონკურსები