პროექტის დასახელება წელი პროგრამის სახელწოდება გრანტის ოდენობა
თანამშრომლობა ადრეული და სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფისათვის

თანამშრომლობა ადრეული და სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფისათვის

  • მიმღები პირი:  საუნჯე
  • გაცემული თანხა:  19 360
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია არსებული პრაქტიკის შესწავლა და გაანალიზება, რათა გაუმჯობესდეს ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ადრეული და სკოლამდელი განათლების პოლიტიკა.

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 19 360 USD
ქალაქის შემადგენელი ელემენტები - სასწავლო ნიმუში: თბილისის შიდა ეზოები

ქალაქის შემადგენელი ელემენტები - სასწავლო ნიმუში: თბილისის შიდა ეზოები

  • მიმღები პირი:  ჯგუფი ურბანული ექსპერიმენტები
  • გაცემული თანხა:  7000
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია სემინარის ჩატარება, რათა შეისწავლოს და გაანალიზდეს ტრადიციული თბილისური შიდა ეზოების არსებული არქეტიპები და შემუშავდეს მათი განვითარების სტრატეგიები.

 

 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 7000 USD
Droa.ge - პლატფორმა რეფორმისათვის

Droa.ge - პლატფორმა რეფორმისათვის

  • მიმღები პირი:  საქართველოს მედია-კლუბი
  • გაცემული თანხა:  34 195
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია საიტის ბაზაზე შეიქმნას მძლავრი ონლაინ-პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მოხდება რეფორმის გაგრძელებისთვის საჭირო თემების აქტუალიზება. 

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 34 195 USD
„უსაფრთხოების სექტორის თანამედროვე სისტემის შექმნის ადვოკატირება“

„უსაფრთხოების სექტორის თანამედროვე სისტემის შექმნის ადვოკატირება“

  • მიმღები პირი:  საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • გაცემული თანხა:  48 650.00
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტი მიზნად ისახავს უსაფრთხოების ისეთი სისტემის შექმნის ადვოკატირებას, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებული, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული და დაბალანსებული,  თანამედროვე უსაფრთხოების სტრუქტურის ფორმირებას, რომელიც განახორციელებს საქმიანობას  საერთაშორისოდ დამკვიდრებული კონტროლისა და ზედამხედველობის ფარგლებში  

2017 ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა 48 650.00 USD
„საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტი“

„საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტი“

  • მიმღები პირი:  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“
  • გაცემული თანხა:  32,450.00
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის ინიცირება და მხარდაჭერა. ამასთან,  საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის გამჭვირვალობის, ეფექტურობის და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა 

2017 ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა 32,450.00 USD
წიგნის თარგმანი - როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები სიღარიბეში, ერიკ რეინერტი

წიგნის თარგმანი - როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები სიღარიბეში, ერიკ რეინერტი

  • მიმღები პირი:  საზოგადოების კვლევის ცენტრი
  • გაცემული თანხა:  3000
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2017

პროექტის მიზანია მომზადდეს ერიკ რეინერტის წიგნის თარგმანი "როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები სიღარიბეში".

2017 ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება 3000 USD
,,აი-ფაქტი’’ - საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებისთვის’’

,,აი-ფაქტი’’ - საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებისთვის’’

  • მიმღები პირი:  გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ,,აი-ფაქტი’’
  • გაცემული თანხა:  21 870
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზანია ჟურნალისტური გამოძიება ჯანდაცვისა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, ასევე ,,პანამის დოკუმენტებზე' მუშაობის გაგრძელება; საიტის მეშვეობით მკითხველისთვის მნიშვნელოვან მონაცემებზე კვირაში ერთხელ ინფოგრაფიკის, კვირაში ორჯერ კი ფაქტების გაზიარება; მომზადებული მასალის შესახებ ქართველი ჟურნალისტების ინფორმირება და მათთვის ამ მასალის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.  

2016 მედიის მხარდაჭერა 21 870 USD
,,მრავალკუთხედი აჭარა’’

,,მრავალკუთხედი აჭარა’’

  • მიმღები პირი:  საგამოძიებო სტუდია ,,რეკი’’
  • გაცემული თანხა:  24 730
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზანია ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის' გუნდთან ერთად აჭარის რეგიონში არსებულ პრობლემატურ თემებზე საგამოძიებო რეპორტაჟებისა და ფილმების  მომზადება ყოველკვირეული გადაცემა ,,მრავალკუთხედისთვის'. 

2016 მედიის მხარდაჭერა 24 730 USD
იდჰამის განათლება:დოკუმენტური ფილმის პროექტი

იდჰამის განათლება:დოკუმენტური ფილმის პროექტი

  • მიმღები პირი:  კერძო პირი - გიორგი ლომსაძე
  • გაცემული თანხა:  20 000
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზანია დოკუმენტური ფილმის გადაღება საქართველოში მცხოვრები ერაყელი სტუდენტისა და მისი მეგობარი თანამემამულეების  შესახებ.  ფილმი შეისწავლის საზოგადოებრივი ინტერესის  ისეთ თემებს, როგორიცაა ემიგრაციაში ცხოვრება, ნოსტალგია სამშობლოზე, ახალ გარემოში წარმატების სურვილი და პიროვნების ბრძოლა, რომ იგი მიიღონ როგორც პიროვნება და არა როგორც რაღაც ჯგუფის ნაწილი.  

2016 მედიის მხარდაჭერა 20 000 USD
სათემო რადიო-ინფორმაციის უალტერნატივო წყარო იორმუღანლოს თემის მოსახლეობაში

სათემო რადიო-ინფორმაციის უალტერნატივო წყარო იორმუღანლოს თემის მოსახლეობაში

  • მიმღები პირი:  საზოგადოებრივი განვითარების კავშირი ,,მეცენატი’’
  • გაცემული თანხა:  14 019
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზანია იორმუღანლოს დასახლებაში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის სათემო რადიოს შექმნა, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისთვის აზერბაიჯანულ ენაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მათ ჩართვასა და ინტეგრაციას ქვეყნის ცხოვრებაში. 

2016 მედიის მხარდაჭერა 14 019 USD
ალიკ მედიის ინსტიტუციონალური მხარდაჭერა

ალიკ მედიის ინსტიტუციონალური მხარდაჭერა

  • მიმღები პირი:  ა/ო ,,ალიკ მედია’’
  • გაცემული თანხა:  25 494
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზანია სომხურენოვანი მედიაპლატფორმის ,,ალიქ მედიას' ინსტიტუციაონალური მდგრადობისთვის ხელშეწყობა და მისი აუდიტორიის ზრდა, რაც უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობისთვის სანდო და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას რუსული პროპაგანდით გაჯერებულ მედიასივრცეში.  

 

 

2016 მედიის მხარდაჭერა 25 494 USD
საჯარო დოკუმენტებში დატოვებული კვალი

საჯარო დოკუმენტებში დატოვებული კვალი

  • მიმღები პირი:  გამომცებლობა ,,ინდიგო’’
  • გაცემული თანხა:  37 471
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზანია საჯარო დოკუმენტაციის გამოთხოვის, გონივრული შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მომზადდეს 3 ჟურნალისტური გამოძიება ტრანსმედიური ონლაინ პროექტის სახით.   

2016 მედიის მხარდაჭერა 37 471 USD
,,სამხრეთის კარიბჭის’’ ახალი მედიაპლატფორმის განვითარება’’-II ეტაპი

,,სამხრეთის კარიბჭის’’ ახალი მედიაპლატფორმის განვითარება’’-II ეტაპი

  • მიმღები პირი:  კავშირი ”სამხრეთის კარიბჭე’’
  • გაცემული თანხა:  15 000
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთ-ერთი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინფორმაციის წყაროს ,,სამხრეთის კარიბჭის'  ინტეგრირებული ნიუსრუმის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა და განვითარება; ახალი მედიაპლატფორმის - რადიოს პოპულარიზაცია, რადიოს კონტენტის გამრავალფეროვნება და ჟურნალისტების გადამზადება.  

2016 მედიის მხარდაჭერა 15 000 USD
პროფესიონალური ჟურნალისტიკა ინტერნეტის მომხმარებლისთვის

პროფესიონალური ჟურნალისტიკა ინტერნეტის მომხმარებლისთვის

  • მიმღები პირი:  შპს ,,გაზეთი ბათუმელები’’
  • გაცემული თანხა:  41 000
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზნებია: ნეტგაზეტის, როგორც ინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე სანდო წყაროს შენარჩუნება და განვითარება; საქართველოში მიმდინარე მოვლენების, ასევე უცხოეთის მნიშვნელოვანი ამბების ყოვედღიური გაშუქება მაღალი ჟურნალისტური სტანდარტითა და ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკით;  2016 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მაღალპროფესიონალურად გაშუქება; სხვადასხვა აუდიტორიის მოზიდვის კონცეფციის შემუშავება და განხორციელება; ნეტგაზეტის არასაგრანტო შემოსავლების გაზრდა. 

2016 მედიის მხარდაჭერა 41 000 USD
ლიბერალის გავლენის ზრდა -ახალი მედიაინსტრუმენტების განვითარება

ლიბერალის გავლენის ზრდა -ახალი მედიაინსტრუმენტების განვითარება

  • მიმღები პირი:  შპს ,,ლიბერალი’’
  • გაცემული თანხა:  43 784
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზანია მეტი ჟურნალისტური პროდუქტის შექმნა, ,,ლიბერალის’’ აუდიტორიისთვის მიწოდების ფორმების გაუმჯობესება, მონაცემთა ვიზუალიზაცია, ჟურნალისტთა გადამზადება, უცხოეთის ახალი ამბების გაშუქების გაძლიერება, პროექტ ,,ლიბერალის ბიბლიოთეკის’’ გაგრძელება და სარეკლამო შემოსავლების გაზრდა.

2016 მედიის მხარდაჭერა 43 784 USD

სხვა კონკურსები