პროექტის დასახელება წელი პროგრამის სახელწოდება გრანტის ოდენობა
განსხვავებული აზრი

განსხვავებული აზრი

  • მიმღები პირი:  საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
  • გაცემული თანხა:  13 050
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზანია ყოველკვირეულ;ი თოქ-შოუს ,,განსხვავებული აზრის' განახლებული სახით მომზადება, შეფუთვა და 21 რეგიონული ტელევიზიის ეთერით გადაცემა.  

2016 მედიის მხარდაჭერა 13 050 USD
Tspress.ge-ს გაძლიერება და კონტენტის შექმნა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

Tspress.ge-ს გაძლიერება და კონტენტის შექმნა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

  • მიმღები პირი:  ა/ო ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი
  • გაცემული თანხა:  6 600
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის ფარგლებში www.tspress.ge რედაქცია შეინარჩუნებს არსებულ კადრებს და მოიზიდავს ახალ ადამიანურ რესურსს; ტრენინგების საშუალებით აამაღლებს მათ პროფესიულ დონეს. პროექტი ასევე მიზნად ისახავს, ვებგვერდის კონტენტის გამრავალგფეროვნებას და ვიზუალური კონტენტის გაზრდას; კრიტიკულ კონტენტზე აქცენტის გაკეთებას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში.   

2016 მედიის მხარდაჭერა 6 600 USD
საინფორმაციო ცენტრების ქსელის განვითარება

საინფორმაციო ცენტრების ქსელის განვითარება

  • მიმღები პირი:  შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი
  • გაცემული თანხა:  39 510
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზანია საინფორმაციო ცენტრების ქსელის განვითარება - კომპანიის ვებგვერდის ინტეგრირების, პრიორიტეტული პროდუქტების წარმოებისა და კომერციული შემოსავლების გაზრდის გზით.  

2016 მედიის მხარდაჭერა 39 510 USD
დემოკრატიისა და თავისუფლების გუშაგი- 2016

დემოკრატიისა და თავისუფლების გუშაგი- 2016

  • მიმღები პირი:  ააიპ ,,ჟურნალისტები მომავლისთვის-სამხრეთ-ღმოსავლეთ ევროპული თანამშრომლობის ინიციატივა’’
  • გაცემული თანხა:  19 650
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზნებია ვებგვერდ ,,დემოკრატიისა და თავისუფლების გუშაგის' შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება, მათ შორის ქართულენოვანი კომპონენტის; საიტის ტექნიკური განახლება/მოდიფიკაცია; მომხმარებელთან ინტერაქციის გააქტიურება და   მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა დაახლოებით 25%-ით.  

2016 მედიის მხარდაჭერა 19 650 USD
ჟურნალისტები ევროინტეგრაციის პროცესის პროფესიონალური გაშუქებისთვის

ჟურნალისტები ევროინტეგრაციის პროცესის პროფესიონალური გაშუქებისთვის

  • მიმღები პირი:  ა/ო კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი
  • გაცემული თანხა:  10 260
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზანია www.eurogerorgia.info-ს კონტენტის განვითარება სიღმისეული რეპორტაჟებისა და ინტერვიუების გზით, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შთანხმების შესახებ საზოგადოებაში არსებული ინფორმაციული დეფიციტის შევსებას.   

2016 მედიის მხარდაჭერა 10 260 USD
რუსულენოვანი მედიის განვითარება საქართველოში

რუსულენოვანი მედიის განვითარება საქართველოში

  • მიმღები პირი:  სოვა ნიუსი
  • გაცემული თანხა:  4 400
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზანია, ონლაინგამოცემა ,,სოვა ნიუსი' ჩამოყალიბდეს როგორც მაღალხარისხიანი, გადამოწმებულ და ობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული რუსულენოვანი ახალი ამბების ვებგვერდი, რომელიც მოსახლეობაში პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად გამოიყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სოციალურ ქსელებს.  

2016 მედიის მხარდაჭერა 4 400 USD
რადიო პროექტი Europe on Air-2016 ჟურნალისტიკის სტუდენტებისა და მედიატრენერებისთვის

რადიო პროექტი Europe on Air-2016 ჟურნალისტიკის სტუდენტებისა და მედიატრენერებისთვის

  • მიმღები პირი:   საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • გაცემული თანხა:  3 770
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობისა და დასავლური ჟრნალისტურო სტანდარტების უკეთ გაცნობის მოზნით, 27 აპრილიდან 7 მაისამდე  ბერლინში გამართულ Europe on Air-2016 რადიოპროექტში საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის ჟურნალისტური სკოლის 5 სტუდენტისა და ორი მედიატრენერის მონაწილეობა.  

2016 მედიის მხარდაჭერა 3 770 USD
,,ქუტაისიპოსტის’’ მულტიმედია ნიუსრუმის ტექნიკური გაძლიერება უკეთ ინფორმირებული მოქალაქეებისთვის

,,ქუტაისიპოსტის’’ მულტიმედია ნიუსრუმის ტექნიკური გაძლიერება უკეთ ინფორმირებული მოქალაქეებისთვის

  • მიმღები პირი:  თავისუფალ ჟურნალისტთა ცენტრი
  • გაცემული თანხა:  14 311
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზანია ვებგამოცემა ,,ქუთაისიპოსტის' კონტენტის გაუმჯობესება და გამრავალფეროვნება, სატელევიზიო სტუდიაში თოქშოუებისა და ვიდეორუბრიკების მომზადება, რეპორტაჟების წარმოება რეგიონში შემავალი თორმეტივე მუნიციპალიტეტიდან; სტუდენტ-ახალგაზრდებისთვის სასწავლო-სადისკუსიო სივრცის ჩამოყალიბება.  

2016 მედიის მხარდაჭერა 14 311 USD
საგამოძიებო ჟურნალისტიკა დემოკრატიის გასაძლიერებლად

საგამოძიებო ჟურნალისტიკა დემოკრატიის გასაძლიერებლად

  • მიმღები პირი:  სტუდია ,,მონიტორი’’
  • გაცემული თანხა:  49 770
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და  ჯანსაღი მედიაგარემოს შენარჩუნების მიზნით პროექტის ფარგლებში 12 თვის განმავლობაში მომზადდება 6 სრულმეტრაჟიანი სიღრმისეული  ჟურნალისტური გამოძიება, რომლებიც გავრცელდება ინტერნეტმედიაში და გავა ტელეკომპანია ,,კავკასიის’’ ეთერსა და რეგიონულ ტელევიზიებში, აგრეთვე ითარგმნება რუსულად და მიეწოდება ახალქალაქისა და ნინოწმინდის ტელევიზიებს. 

2016 მედიის მხარდაჭერა 49 770 USD
სათემო რადიო მარნეულის განვითარება

სათემო რადიო მარნეულის განვითარება

  • მიმღები პირი:  ჟურნალისტთა კავშირი ,,ხალხის ხმა’’
  • გაცემული თანხა:  29 377
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზანია დამოუკიდებელი სათემო რადიო „მარნეულის" ტექნიკური არჭურვილობით უზრუნველყოფა; ლიცენზიის მოპოვება და პერსონალის გადამზადება; რადიოთი საჯარო დისკუსიების გამართვა, რაც ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონის სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვას.  

2016 მედიის მხარდაჭერა 29 377 USD
,,სამხრეთის კარიბჭის’’ ახალი მედიაპლატფორმის განვითარება’’

,,სამხრეთის კარიბჭის’’ ახალი მედიაპლატფორმის განვითარება’’

  • მიმღები პირი:  კავშირი ”სამხრეთის კარიბჭე’’
  • გაცემული თანხა:  32 905.5
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთ-ერთი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინფორმაციის წყაროს ,,სამხრეთის კარიბჭის'  ნიუსრუმის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა და ახალი მედიაპლატფორმის - რადიოს ტექნიკური აღჭურვა. რადიოარხის საშუალებით მას შესაძლებლობა ექნება  მიწვდეს ამ რეგიონის როგორც ქართულენოვანი, ისე სომხურენოვანი მოსახლეობის უფრო ფართო აუდიტორიას.

 

 

2016 მედიის მხარდაჭერა 32 905.5 USD
,,ახალი გამოწვევები - ლიბერალი თანამედროვე ტენდენციების საპასუხოდ’’

,,ახალი გამოწვევები - ლიბერალი თანამედროვე ტენდენციების საპასუხოდ’’

  • მიმღები პირი:  შპს ,,ლიბერალი’’
  • გაცემული თანხა:  45 569
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზანია ,,ლიბერალის' კონტენტის ხარისხისა და აუდიტორიისთვის მიწოდების ფორმების გაუმჯობესება, მათ შორის მობილური აპლიკაციის შექმნა; აუდიტორიის ჩართვის ახალი ტენდენციებისა და მეთოდების გამოყენება, სოციალური ქსელების ეფექტური მართვა.   

2016 მედიის მხარდაჭერა 45 569 USD
Netgazeti.ge- მეტი გადამოწმებული ინფორმაცია ონლაინ მომხმარებელს

Netgazeti.ge- მეტი გადამოწმებული ინფორმაცია ონლაინ მომხმარებელს

  • მიმღები პირი:  შპს ,,გაზეთი ბათუმელები’’
  • გაცემული თანხა:  44 460
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზნებია: საქართველოში მიმდინარე მოვლენების, ასევე უცხოეთის მნიშვნელოვანი ამბების ყოველდღიური გაშუქება ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკით; ვებგვერდის დიზაინისა და სტრუქტურის, ასევე ძიების სისტემის გაუმჯობესება;  ახალი სარეკლამო პაკეტების შექმნა და გაყიდვა. 

2016 მედიის მხარდაჭერა 44 460 USD
ვებგვერდის www.chemikharagauli.com განვითარება

ვებგვერდის www.chemikharagauli.com განვითარება

  • მიმღები პირი:  შპს ,,ჩემი ხარაგაული’’
  • გაცემული თანხა:  7 480
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზანია ვებგვერდის www.chemikharagauli.com ტექნიკური და ვიზუალური განახლება, ახალი რუბრიკების დამატება და მისი ინტერაქტიულ მედიაპორტალად გარდაქმნა: ბლოგების განთავსება და მომხმარებელთა ფოტო და ვიდეოკონკურსების გამოცხადება; რეკლამის მოზიდვა.  

2016 მედიის მხარდაჭერა 7 480 USD
რადიო ტვ ნორის გაძლიერებისთვის

რადიო ტვ ნორის გაძლიერებისთვის

  • მიმღები პირი:  რადიო ტვ ნორი
  • გაცემული თანხა:  30 636
  • ვალუტა:  USD
  • წელი:  2016

პროექტის მიზანია სათემო რადიო ,,ნორის' ტექნიკური ბაზის განახლება და კონტენტის გაუმჯობესება; რადიოს თანამშრომლების გადამზადება და  ნინოწმინდაში მცხოვრები 14-18 წლის ახალგაზრდებისთვის მედიაწიგნიერების საკითხებზე  ტრენინგის ჩატარება.  

2016 მედიის მხარდაჭერა 30 636 USD

სხვა კონკურსები